სხეული - ციტატები, გამონათქვამები
სხეული - ციტატები, გამონათქვამები სხეული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ადამიანი ხილული სახით ხორციელია, მაგრამ სხეული მაცოცხლებელ სუნთქვას ატარებს, რომელიც უშუალოდ შემოქმედისგანაა. ეს სული აკავშირებს ადამიანს შემოქმედთან და მის ირგვლივ არსებულ ზეციურ, სულიერ სამყაროსთან. ესაა მცირე ალი, მსგავსი... იხილეთ სრულად
თუ გსურს შენი სხეული შენვე განაგო, ნუ დაქორწინდები. ამიტომ არის უქორწინებლობა სრულყოფილება. თქვენც, მეუღლეებო, გსურთ თავშეკავება, რათა ღმერთს მიუძღვნათ თავი? ასეც მოიქეცით. ეს კი არის სრულყოფილება ქორწინებაში. თუ არ განეშორებით ... იხილეთ სრულად
ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი - სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრ... იხილეთ სრულად
ვინც მხოლოდ ხორციელი შერყვნისაგანაა თავისუფალი, ნუ ჩათვლის თავს სრულიად წმიდად. არსებობს სულის შერყვნილობა, ისევე, - როგორც - ხორცისა. მრუშობა უწმინდურობაა, და ასევე - სიძუნწეც; ლოთობა უწმინდურებაა, მაგრამ ასევე - ამპარტავნებაც, შ... იხილეთ სრულად
ვიდრე სხეულში ხარ, ნუ იქნები უდარდელი და ნუ ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ხანდახან თავს ვნებებისაგან განთავისუფლებულად გრძნობდე.
ხორცი ყოველგვარი ვნების თავშესაფარია; როგორც კასიანე გვასწავლის და როგორც შეიძლება ამის შემოწმება გამოცდილების მიხედვით: ამიტომაც მისი შევიწროება ვნებების დაძლევას ნიშნავს.
საყვარელო, გაურბიხარ ცეცხლს, რომ სხეული არ დაგწვას, მაგრამ გაექეცი ცოდვას, რათა შენი სხეული სულთან ერთად ჩაუქრობელ ცეცხლში არ დაიწვას.
ცოდვა სულს განაშორებს მშვიდობას, გონებას - სინათლეს, სხეულს - უხრწნელობას, მიწას - კურთხევას, ყოველგვარ ქმნილებას - ყველანაირ სიკეთეს. იგი იწყებს იმით, რომ ადამიანში ჯოჯოხეთს თესავს, რაც ადამიანს ჯოჯოხეთში აგდებს.
ხედავ რომ თესლი, ჩათესილი მიწაში, მოკვდება (დალპება) და მერმე აღმოცენდება მიწისაგან. ეს მაგალითი ცხადად გაჩვენებს შენ, რომ ეგრევეა სხეული ჩვენი, - თუმცა ის მოკვდება და დაეფლვის, მაგრამ ღვთის ძალით თავის დროზე გაცოცხლდება და შეიმოს... იხილეთ სრულად