ყველაფერი გონების წარმოსახვითი ნაწილიდან იღებს სათავეს. არ არსებობს ცოდვა ან სათნოება, რომლის სათავე და საწყისი წერტილი გონების წარმოსახვითი ნაწილი არ იყოს. მაშასადამე, ამ გონებრივ საწყისზე გულმოდგინე ზრუნვით ცხონების წმინდა მიზან...
იხილეთ სრულად
ყველაფერი გონების წარმოსახვითი ნაწილიდან იღებს სათავეს. არ არსებობს ცოდვა ან სათნოება, რომლის სათავე და საწყისი წერტილი გონების წარმოსახვითი ნაწილი არ იყოს. მაშასადამე, ამ გონებრივ საწყისზე გულმოდგინე ზრუნვით ცხონების წმინდა მიზანს მივაღწევთ.
სიტყვა „მღვიძარება“ მომდინარეობს ზმნისგან „მღვიძავს“, ანუ ვფრთხილობ, ვფხიზლობ, თვალყურს ვადევნებ. როცა ჩვენ ვფრთხილობთ, ვფხიზლობთ, ვმღვიძარებთ, ვიცავთ გონებას, მაშინ ჩვენი სულის სახლი კარგად არის დაცული და სულებს გადავირჩენთ, რისთ...
იხილეთ სრულად
სიტყვა „მღვიძარება“ მომდინარეობს ზმნისგან „მღვიძავს“, ანუ ვფრთხილობ, ვფხიზლობ, თვალყურს ვადევნებ. როცა ჩვენ ვფრთხილობთ, ვფხიზლობთ, ვმღვიძარებთ, ვიცავთ გონებას, მაშინ ჩვენი სულის სახლი კარგად არის დაცული და სულებს გადავირჩენთ, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვიღვწით.
ეშმაკის მიერ მოწოდებული გულისსიტყვების უგულებელყოფა ცხონებას მოგვიტანს. ამისთვის სიმდაბლე საუკეთესო საშუალებაა; გულისსიტყვებთან შეპასუხებით ბრძოლა თავიდან აიცილო და ლოცვით ქრისტეს შეუვრდე – ეს არის სიმდაბლე. ასეთი გულისსიტყვები...
იხილეთ სრულად
ეშმაკის მიერ მოწოდებული გულისსიტყვების უგულებელყოფა ცხონებას მოგვიტანს. ამისთვის სიმდაბლე საუკეთესო საშუალებაა; გულისსიტყვებთან შეპასუხებით ბრძოლა თავიდან აიცილო და ლოცვით ქრისტეს შეუვრდე – ეს არის სიმდაბლე.ასეთი გულისსიტყვების უკუგდება შეპასუხებითაც ხდება, მაგრამ ეს რთული ბრძოლაა და ქრისტეს მეომარს დიდი გამოცდილება სჭირდება, დანაკარგის გარეშე რომ გაართვას თავი, რადგან წმინდა წერილის ცოდნაში ეშმაკიც გაწაფულია და მებრძოლის დასაბრკოლებლად მრავალ სა...