ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები
ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები ენა, სიტყვა, გამონათქვამები, ციტატები
როდესაც ჭკვიან კაცს რაიმეს თქმა სურს, იგი ჯერ დაფიქრდება და საკუთარ თავში გააანალიზებს და უკვე შემდეგ იტყვის; სულელი - პირიქით: ჯერ ლაპარაკობს, ხოლო შემდეგ უკვე ფიქრობს იმაზე, რაც თქვა.
ქრისტიანო, "ნუ გისწრებს ენა" (ეკლ. 5, 1) მიეცი თავს საშუალება, გააანალიზოს, სასიკეთო იქნება თუ არა შენთვის და სხვებისთვის სიტყვა, რომელსაც შენ შობ სამყაროში და რომელიც, როგორი მცირე და უმნიშვნელოც არ უნდა ჩანდეს, უკანასკნელ სამსჯა... იხილეთ სრულად
არავითარ შემთხვევაში არ გაფლანგო სიტყვა უგუნურად, სიტყვის შექმნილი შემოქმედებითი სიტყვაა!
ის კი არაა ბრძენი, ვინც ბევრს ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც იცის დრო, თუ როდის უნდა ილაპარაკოს. გონებით დადუმდი, გონებითვე ილაპარაკე.
არ ილაპარაკო ყველაფერი, რაც იცი, მაგრამ აუცილებლად იცოდე ყველაფერი, რასაც ამბობ.
აჩვენე, რომ ხალისით იღებ დარიგებას, არაა აუცილებელი სასწრაფოდ უპასუხო, ბუნებამ მოგვცა ორი ყური და მხოლოდ ერთი ენა.