სახარების კითხვა - ციტატები, გამონათქვამები
სახარების კითხვა - ციტატები, გამონათქვამები სახარების კითხვა, გამონათქვამები, ციტატები
რა ბედნიერნი ვიქნებოდით, ძვირფასო მსმენელნო, ყველა ჩვენგანი წმ. ევსტათივით გულისმოდგინებით და ხალისით რომ ვეტანებოდეთ ჩვენი ღვთაებრივი სარწმუნოების მოძღვრების ცოდნას! მაგრამ ვინ თქვა ჩვენში ასეთი ხალისი! დიდს უმრავლესობას სრულებით... იხილეთ სრულად
ო, ნეტავ წმიდა წერილის წიგნებით ისე ვსარგებლობდეთ, რომ ჩვენი გული გახდეს წიგნი, რომელიც ღვთის სულის მიერ დაიწერა (2 კორ. 3, 3)!
ეცადეთ, რომ ყოველთვის იყოთ არა მხოლოდ მსმენელნი ქრისტეს სიტყვისა, არამედ - ცხონების საქმის მოქმედნი
საღვთო წერილის სიტყვა საქმით იკითხე და მრავალსიტყვაობას თავი ანებე, რაც მხოლოდ ყურადღების მისაქცევად არის
წმიდა წერილს მრავალი ადამიანი კითხულობს იმისათვის, რომ შეძლოს მასზე ლაპარაკი, მრავალნი კი, ჰეროდეს მაგალითით (მთ. 2, 8), მის მნიშვნელობას ქრისტეს წინააღმდეგაც კი შეაბრუნებენ: შენ კი, აღმოსავლელ ბრძენთა მაგალითისამებრ, იკითხე იგი ქ... იხილეთ სრულად
"ეს დიდებული წიგნი - ასე დააწერა თავის ბიბლიას ბაირონმა, - შეიცავს საიდუმლოთა საიდუმლოს. ბედნიერნი არიან ის მოკვდავნი, რომლებსაც ღვთისგან მიეცათ მადლი, წაიკითხონ, შეიმეცნონ, მოწიწებით, ლოცვით წარმოთქვან ამ წიგნის სიტყვები! ბედნიერ... იხილეთ სრულად
ღვთის დიდი სიკეთეა, რომ წერილის ზოგიერთი ადგილი ნათელია, ზოგიერთი კი - ბუნდოვანი, რათა ერთით ჩვენ განვმტკიცდეთ რწმენასა და სიყვარულში და სრული გაუგებრობით ურწმუნოებასა და სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ, მეორით კი ძიებისა და შრომი... იხილეთ სრულად
თუ შენ არ გესმის ღვთის სიტყვა, სამაგიეროდ ეშმაკებს ესმით, რომ შენ კითხულობ მას და ძრწიან.
დაიწყე საღვთო წერილის ყურადღებით კითხვა და ნუ დაგეზარება ხშირად იკითხო იგი - მიუხედავად იმისა, გესმის სიტყვების ძალა თუ - არა, ვინაიდან ხშირი სწავლება ადრე გაუგებარს უკვე აშკარას გახდის. ხშირად მას, რაც დღეს არ გვესმის, ხვალ გავიგ... იხილეთ სრულად
ერთი სათნოთმოყვარე კაცი ოცი წლის მანძილზე მუდმივად კითხულობდა ბიბლიას, ამასთან, არც სამსახურეობრივ, არც ლიტერატურულ საქმიანობას არ იკლებდა. ერთხელ ჰკითხეს მას, ნუთუ არ მობეზრდა, ერთიდაიგივეს გამუდმებით კითხვა. ვინ გითხრათ, - უპასუ... იხილეთ სრულად