სულიერი დაცემა - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი დაცემა - ციტატები, გამონათქვამები სულიერი დაცემა, გამონათქვამები, ციტატები
ვინც მზერას მუდამ საკუთარი ნაკლოვანებებისკენ მიმართავს, იგი ყოველთვის თვლის, რომ სხვები მასზე უკეთესნი არიან და მხოლოდ ასეთი არ დგას დაცემის გზაზე.
უფრო მეტად ცხოვრებით ამაღლდი, ვიდრე - აზრით. ცხოვრებამ, შესაძლოა, ღვთის მსგავსი გაგხადოს, აზრს კი უდიდეს დაცემამდე მიჰყავხარ.
დღევანდელ დროს გვესმის იგავი: "ცუდია ის მეომარი, რომელსაც მხედართმთავრობა არ სურს". ეს არც სოლომონის იგავია, არც მისი სიბრძნე, არამედ ხორციელი და ამაო სიბრძნეა. ჭეშმარიტი იგავი კი ბრძანებს: "ვინც მაღლად აღაშენებს თავის სახლს, იგი ... იხილეთ სრულად
ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ვნებების დროებით მიჩუმებას გრძნობდე, რადგან ვნებები და დემონები ხშირად მზაკვრულად იმალებიან და იკვლევენ - ხომ არ გაამპარტავნდება ადამიანი თავის გულში, როცა ჰგონია, რომ უკვე თავისუფალია მათგან;... იხილეთ სრულად
რატომაა, რომ რაც უფრო იზრდება ხე, მით ღრმად იდგამს ფესვებს მიწაში? იგი სიმაღლეში ზრდით მდაბლდება, თავმდაბლობით კი ამაღლდება. ასევე უნდა მოიქცე შენც ქრისტიანო! თუ ვინმეს აღემატები გონებრივი, ან ზნეობრივი, ბუნებრივი თუ მადლისმიერი, ... იხილეთ სრულად