სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები
სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები სიმართლე, გამონათქვამები, ციტატები
არცთუ იშვიათად, მართალნი არაწმიდათა ხელში მიეცემიან, არა - უწმიდურთა დიდებისათვის, არამედ - მართალთა გამოსაცდელად.
ავადმყოფ თვალებს სინათლე არ უყვარს, ასევე ტყუილს - სიმართლე, სიცრუეს კი ჭეშმარიტება სძულს.
ის, ვინც ერთდროულად არის სიბრძნე, სიმართლე და მადლი, თავის მადლიან მზერას არიდებს მათ, ვინც უსამართლო და უმოწყალო სიბრძნით ამაყობს.
ის, ვინც ჭეშმარიტების სიყვარულით საკუთარ უსამართლობას აღიარებს, საეჭვოა, რომ არ აღემატებოდეს იმას, ვინც ყოველთვის მართალია.
რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.
როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ.
თ. 10–11
ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.
თ. 8-10
ასწავლეთ ბავშვებს შეიყვარონ სიმართლე რელიგიური მოსაზრებით, ღმერთის სიყვარულით და მორჩილებით. ბავშვმა უნდა შეიყვაროს სიმართლე, რადგან თვით ღმერთს, რომელიც არის მარადიუი და შეუცვლელი სიმართლე, უნდა რომ ჩვენც ვამბობდეთ სიმართლეს, მხო... იხილეთ სრულად
366. ზოგჯერ ღვთისმოყვარე და კეთილმსახურ კაცს ადამიანები მუდამ კიცხავენ, რა არის ამის მიზეზი?