ანგელოზი უსხეულოდ და უნივთოდ იწოდება ჩვენთან შედარებით, რადან ღმერთთან შედარებით – რომელიც მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – ყველაფერი უხეში და ნივთიერი ჩანს, რადგან მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – რადგან მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო დ...
იხილეთ სრულად
ანგელოზი უსხეულოდ და უნივთოდ იწოდება ჩვენთან შედარებით, რადან ღმერთთან შედარებით – რომელიც მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – ყველაფერი უხეში და ნივთიერი ჩანს, რადგან მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – რადგან მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო და უსხეულო.
link
ანგელოზებს, როგორც უხორცო სულებს, ფრიად ხელეწიფებათ შინაგანი თვითგანვითარება. მათი გონება ადამიანურთან შედარებით უფრო აღმატებულია. პეტრე მოციქულის სიტყვებით, მათი ძალა და შესაძლებლობანი ყოველგვარ მიწიერ მთავრობასა და უფლებას აჭარბ...
იხილეთ სრულად
ანგელოზებს, როგორც უხორცო სულებს, ფრიად ხელეწიფებათ შინაგანი თვითგანვითარება. მათი გონება ადამიანურთან შედარებით უფრო აღმატებულია. პეტრე მოციქულის სიტყვებით, მათი ძალა და შესაძლებლობანი ყოველგვარ მიწიერ მთავრობასა და უფლებას აჭარბებს (შდრ. 2. პეტ. 2, 11). ანგელოზის ბუნება უფრო სრულია, ვიდრე ადამიანისა. ამას ფსალმუნთმთქმელიც ამბობს, როცა ადამიანის განდიდება სურს. იგი შენიშნავს, რომ ღმერთმა მას „მცირედ რაიმე დააკლო“ ანგელოზებთან შედარებით (იხ. ფს. ...
link
ანგელოზები ღმერთს საკუთარი თავისუფალი ნებით ემსახურებიან, და მათი ეს ნებაყოფლობითი მსახურება ღმერთისთვის კი არ არის აუცილებელი და სასარგებლო, არამედ – თვით ანგელოზთათვის, რამეთუ ყოველთა დამბადებელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ საჭ...
იხილეთ სრულად
ანგელოზები ღმერთს საკუთარი თავისუფალი ნებით ემსახურებიან, და მათი ეს ნებაყოფლობითი მსახურება ღმერთისთვის კი არ არის აუცილებელი და სასარგებლო, არამედ – თვით ანგელოზთათვის, რამეთუ ყოველთა დამბადებელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ საჭიროებს სხვათაგან მიღებულ სიკეთეს: იგი თავის თავში, თავისთავად არსებობს და თვით არის უზენაესი სიკეთე.
link
ანგელოზები უაღრესად სრულყოფილი სულები არიან. თავიანთი სულიერი ძალებით ადამიანზე მაღლა დგანან, მაგრამ, როგორც ქმნილ არსებებს, მათაც შეზღუდულობის ბეჭედი აზით. უხორცონი არიან და ადამიანებთან შედარებით ნაკლებ ექვემდებარებიან ადგილსა დ...
იხილეთ სრულად
ანგელოზები უაღრესად სრულყოფილი სულები არიან. თავიანთი სულიერი ძალებით ადამიანზე მაღლა დგანან, მაგრამ, როგორც ქმნილ არსებებს, მათაც შეზღუდულობის ბეჭედი აზით. უხორცონი არიან და ადამიანებთან შედარებით ნაკლებ ექვემდებარებიან ადგილსა და სივრცეს; ასე ვთქვათ, ფრენით მყისიერად გადიან თვალუწვდენელ სივრცეებს და უმალ ჩნდებიან სამოქმედო ასპარეზზე. მაგრამ იმის თქმა არ შეიძლება, თითქოს ანგელოზები ყველგანმყოფნი იყვნენ და სივრცისა და ადგილისაგან სრულიად დამოუკიდ...
link
ანგელოზები თავიანთი ბუნებით გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულებით ნებას. ისინი უხორცონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დან...
იხილეთ სრულად
ანგელოზები თავიანთი ბუნებით გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულებით ნებას. ისინი უხორცონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დანახვა ჩვენს ხორციელ მზერას.
link
ანგელოზები „დადგინებულნი არიან, რათა მართონ სტიქიონნი და ზეცანი, სამყარო და ყოველივე მასში არსებული“.
ანგელოზები გარეშემოწერილნი არიან, რადგან, როცა ისინი ზეცაში იმყოფებიან, მაშინ ქვეყანაზე არ არიან; ხოლო ღმერთისგან ქვეყნად წარმოგზავნილნი – ზეცაში არ რჩებიან. მათ კედელი ან კარი არ ზღუდავს, არც – ბოქლომი თუ სხვა რამ საკეტი, რადგან ...
იხილეთ სრულად
ანგელოზები გარეშემოწერილნი არიან, რადგან, როცა ისინი ზეცაში იმყოფებიან, მაშინ ქვეყანაზე არ არიან; ხოლო ღმერთისგან ქვეყნად წარმოგზავნილნი – ზეცაში არ რჩებიან. მათ კედელი ან კარი არ ზღუდავს, არც – ბოქლომი თუ სხვა რამ საკეტი, რადგან ისინი შეუზღუდავნი არიან. ანგელოზები შეუზღუდავად იწოდებიან, რადგან ისინი ღვთის მითითებით ეცხადებიან ღირსეულ ადამიანებს არა თავისი ბუნებითი სახით, არამედ – სახეცვლილნი, როგორც მხილველნი შეძლებენ მათ ხილვას.
link
ახლა ეს ვაჩუენოთ, ამპარტავნებით ანგელოსისაგან როგორ განშორებული ხარ. ანგელოსნი, რომელნიც მათის ბუნებით კეთილნი ანგელოსნი არიან, ურთიერთარს მოყუასობა აქუს, ვითარცა იტყვის ისაია ანგელოსთათვის: „ღაღადებდა მოყუასი მოყუასისა მიმართ“; ...
იხილეთ სრულად
ახლა ეს ვაჩუენოთ, ამპარტავნებით ანგელოსისაგან როგორ განშორებული ხარ. ანგელოსნი, რომელნიც მათის ბუნებით კეთილნი ანგელოსნი არიან, ურთიერთარს მოყუასობა აქუს, ვითარცა იტყვის ისაია ანგელოსთათვის: „ღაღადებდა მოყუასი მოყუასისა მიმართ“; თორემ ურთიერთარს არ ამპარტავნებენ. შენ შენის ბუნების კაცზედ ამპარტავნებ და მაღლობ. ანგელოსი უფლისა ბრძანებულს ყოვლად სიმდაბლით აღასრულებს და კაცს მცუელად მსახურებს, – შენ ამპარტავნებით შენის უფლის იესოს ბრძანებულს მოყუას...
link
1210. რომელი ქმნილებაა უმთავრესი (სრულყოფილი) ღმრთის ქმნილებათა შორის?
სახიერმა ღმერთმა ანგელოზები შექმნა, თუმცა მათი ნაწილი ამპარტავნებისაგან დაეცა და ეშმაკად გადაიქცა. ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ქმნილება – ადამიანი – რათა მას ანგელოზთა დაცემული დასი შეეცვალა. ამიტომ ეშმაკს განსაკუთრებით შურს ადამიან...
იხილეთ სრულად
სახიერმა ღმერთმა ანგელოზები შექმნა, თუმცა მათი ნაწილი ამპარტავნებისაგან დაეცა და ეშმაკად გადაიქცა. ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ქმნილება – ადამიანი – რათა მას ანგელოზთა დაცემული დასი შეეცვალა. ამიტომ ეშმაკს განსაკუთრებით შურს ადამიანის – ღვთის ქმნილებისა.
link