არა მხოლოდ ქალწულნი, არამედ დედანიცა თანამდებ არიან ხშირად განიხილონ და იფიქრონ, ვითარი დედა იყო ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი. ყოვლად წმიდასა მარიამს, ოდეს მან ჰშვა იესო მაცხოვარი, სხვა რაიმე აღარ ახსოვდა, მხოლოდ თვისი ძე. იგი აღარა ...
იხილეთ სრულად
არა მხოლოდ ქალწულნი, არამედ დედანიცა თანამდებ არიან ხშირად განიხილონ და იფიქრონ, ვითარი დედა იყო ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი. ყოვლად წმიდასა მარიამს, ოდეს მან ჰშვა იესო მაცხოვარი, სხვა რაიმე აღარ ახსოვდა, მხოლოდ თვისი ძე. იგი აღარა სცხოვრებდა თავისა თვისისათვის, არამედ ყოველი ცხოვრება მისი იყო ძესა შინა მისსა. ესრეთ უნდა იქცეოდნენ ყოველნი კეთილნი დედანი. მათ თავის თავი უნდა დაივიწყონ, და ახსოვდეთ გაზრდა და ბედნირება თვისთა ძეთა.
link
ხშირად ვხედავთ და ვიცით, რომელ ზოგნი ქალწულნი, უკეთუ მათ მისცა ღმერთმან მშვენიერება სულიერი და ხორციელი, იქმნებიან გულმართალ. მათ უნდა იფიქრონ ყოველთვის: ვინ იყო უმშვენიერეს და უდიდეს ღვთისმშობელ მარიამისა, და ამასთანავე ვინ იყომც...
იხილეთ სრულად
ხშირად ვხედავთ და ვიცით, რომელ ზოგნი ქალწულნი, უკეთუ მათ მისცა ღმერთმან მშვენიერება სულიერი და ხორციელი, იქმნებიან გულმართალ. მათ უნდა იფიქრონ ყოველთვის: ვინ იყო უმშვენიერეს და უდიდეს ღვთისმშობელ მარიამისა, და ამასთანავე ვინ იყომცა უწინარეს და უმშვიდეს მისსა.
link
ქალნი ხშირად უნდა ფიქრობდნენ ყოვლად წმიდა ღვთისმშობელზედ და ყოველთა შინა გარემოებათა და შემთხვევათა ეძიებდნენ მაგალითსა და სწავლასა ღვთისმშობლის ცხოვრებაში. ჭეშმარიტად, ცხოვრება ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა არის უჯობესი მაგალითი ...
იხილეთ სრულად
ქალნი ხშირად უნდა ფიქრობდნენ ყოვლად წმიდა ღვთისმშობელზედ და ყოველთა შინა გარემოებათა და შემთხვევათა ეძიებდნენ მაგალითსა და სწავლასა ღვთისმშობლის ცხოვრებაში. ჭეშმარიტად, ცხოვრება ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა არის უჯობესი მაგალითი ყოვლისა ქრისტიანე ქალისათვის.
link
ჭეშმარიტი დედობრივის ბუნების მექონი ქალი ბედნიერი არის მაშინ, როდესაც სხვას აბედნიერებს. ამისათვის ქალმა უნდა ყოველთვის ეძიოს ის შემთხვევა, სადაც საჭირო არის მისი თავის გამომეტება, სადაცა შეუძლიან ნუგეშის ცემა შეწუხებულისა; შემსუბ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი დედობრივის ბუნების მექონი ქალი ბედნიერი არის მაშინ, როდესაც სხვას აბედნიერებს. ამისათვის ქალმა უნდა ყოველთვის ეძიოს ის შემთხვევა, სადაც საჭირო არის მისი თავის გამომეტება, სადაცა შეუძლიან ნუგეშის ცემა შეწუხებულისა; შემსუბუქება ადამიანის ტვირთისა, რომელსა შინა შემწე იყოს ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი ყოვლისა გონიერისა მხნე ქალისა. ამინ.
link
ქალი მაშინ აღასრულებს თვისსა დიდსა მნიშვნელობასა, როდესაც იგი მხნეობასა და ჭკუასა მოახმარს ოჯახსა, შვილთა და ნათესავთა. ქალის ბუნება განსხვავდება მამაკაცის ბუნებისაგან გულის გრძნობითა. გამოცდილება ამტკიცებს, რომელ ქალი თვითონაც მა...
იხილეთ სრულად
ქალი მაშინ აღასრულებს თვისსა დიდსა მნიშვნელობასა, როდესაც იგი მხნეობასა და ჭკუასა მოახმარს ოჯახსა, შვილთა და ნათესავთა. ქალის ბუნება განსხვავდება მამაკაცის ბუნებისაგან გულის გრძნობითა. გამოცდილება ამტკიცებს, რომელ ქალი თვითონაც მაშინ უფრო ბედნიერი არის, როდესაც სხვას მიანიჭებს ბედნიერებას. ქალის გული მოითხოვს სიყვარულსა, თავის გამომეტებასა; იგი ყოველთვის ეძიებს, ვისმეს შესწიროს თვისი ღონე, სიყვარული. მართალია, არიან ზოგიერთნი ქალნი თავის მოყვარენ...
link
ქალს აქვს დიდი პატივი და მნიშვნელობა. ღმერთმან ისე შეამკო ქალი მრავლითა განსხვავებულითა თვისებითა და ნიჭითა, რომ მან უნდა მისცეს დიდი შემწეობა საზოგადოებასა. გარნა უკეთუ იგი არის მოკლებული გონიერებითა და მხნეობითა, მაშინ ყოველნი მ...
იხილეთ სრულად
ქალს აქვს დიდი პატივი და მნიშვნელობა. ღმერთმან ისე შეამკო ქალი მრავლითა განსხვავებულითა თვისებითა და ნიჭითა, რომ მან უნდა მისცეს დიდი შემწეობა საზოგადოებასა. გარნა უკეთუ იგი არის მოკლებული გონიერებითა და მხნეობითა, მაშინ ყოველნი მისნი მშვენიერნი თვისებანი შეიქმნებიან წყაროდ მისისა უბედურებისა და საზოგადოების წახდენისა.
link
ქრისტიანობა არ მოითმენს, რომ ქალს ჰქონდეს მონებრივი დამოკიდებულება მამაკაცთან, თუ გინდ მეუღლესთან, თუ გინდ მამასთან. გაუნათლებელთა და უსჯულოთა ქვეყანასა შინა ქალი არის მონა, სათამაშო მამაკაცისა და ემსახურება მხოლოდ პირუტყვულთა მა...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობა არ მოითმენს, რომ ქალს ჰქონდეს მონებრივი დამოკიდებულება მამაკაცთან, თუ გინდ მეუღლესთან, თუ გინდ მამასთან. გაუნათლებელთა და უსჯულოთა ქვეყანასა შინა ქალი არის მონა, სათამაშო მამაკაცისა და ემსახურება მხოლოდ პირუტყვულთა მამაკაცის ვნებათა. არა ესრედ არის განათლებულთა, ქრისტიანულთა საზოგადოებასა შინა. ქრისტიანობა მოითხოვს, რომ ქალი იყოს თვისი მდგომარი, ესე იგი ეგოდენი გონიერება და მხნეობა უნდა ჰქონდეს, რომ იქცეოდეს თავის ჭკუითა და ნებითა.
link
რადგანაც ქალი არის აგებულობით სუსტი, საჭირო არის, რომ მას ჰქონდეს სულიერი სიმტკიცე, ხასიათის სიმაგრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქალი ჭკუითაც შორს დარჩა მამაკაცისაგან, ხასიათიც სუსტი და უღონო აქვს, მაშინ იგი პირდაპირ შეიქმნება მამ...
იხილეთ სრულად
რადგანაც ქალი არის აგებულობით სუსტი, საჭირო არის, რომ მას ჰქონდეს სულიერი სიმტკიცე, ხასიათის სიმაგრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქალი ჭკუითაც შორს დარჩა მამაკაცისაგან, ხასიათიც სუსტი და უღონო აქვს, მაშინ იგი პირდაპირ შეიქმნება მამაკაცის სათამაშო; მაშინ ყოველი მამაკაცი ბოროტად იხმარს მისსა სისუსტესა და უღონოებასა. საუბედუროდ ხშირად ვხედავთ ჩვენ ამას. რაოდენი ქალი იღუპება ქვეყანაზე მით, რომ იგი არის უღონო, სუსტი სულიერათაც და ხორციელათაც; არა აქვს ...
link
ქალი აგებულებითა, ანუ სხეულითა არის უფრო სუსტი, ვიდრე მამაკაცი. მას არა აქვს ესოდენი ხორციელი ძალი და ღონე, რაოდენიც აქვს მამაკაცსა; რადგანაც ამაში იგი შორავს მამაკაცისაგან, საჭირო არის რომ გონიერებითა და ჭკუითა მაინც შეავსოს ეს თ...
იხილეთ სრულად
ქალი აგებულებითა, ანუ სხეულითა არის უფრო სუსტი, ვიდრე მამაკაცი. მას არა აქვს ესოდენი ხორციელი ძალი და ღონე, რაოდენიც აქვს მამაკაცსა; რადგანაც ამაში იგი შორავს მამაკაცისაგან, საჭირო არის რომ გონიერებითა და ჭკუითა მაინც შეავსოს ეს თვისი ნაკლულევანება, რათა ყოვლის მხრით არ დარჩეს შორს მამაკაცისაგან.
link
მეტად საკვირველი ის არის, რომ თვით ქალნიცა ნატვრიან მშვენიერებასა და მით რაცხვენ თავსა თვისთა ბედნიერად, ხოლო რაიცა შეეხება სიმხნესა და გონიერებასა, თითქმის ყოველგან გავრცელებული არის ის ჰაზრი, რომელ ეს ორი თვისება ქალებთათვის არ...
იხილეთ სრულად
მეტად საკვირველი ის არის, რომ თვით ქალნიცა ნატვრიან მშვენიერებასა და მით რაცხვენ თავსა თვისთა ბედნიერად, ხოლო რაიცა შეეხება სიმხნესა და გონიერებასა, თითქმის ყოველგან გავრცელებული არის ის ჰაზრი, რომელ ეს ორი თვისება ქალებთათვის არ არის ეგოდენ საჭირო და მათ შეუძლიათ უიმისოთაც კარგად გაატარონ თავისი ცხოვრება. ეს ჰაზრი ერთობ უსაფუძვლო არის. ვგონებ რომელ მახვილი და ღრმა გონიერება, აგრეთვე მხნეობა და სულერის ხასიათის სიმტკიცე ქალისათვის უმეტესად არის ...
link