აბორტი - ციტატები, გამონათქვამები
აბორტი - ციტატები, გამონათქვამები აბორტი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თეთრხალათიანი განგსტერების კისერზე - ასობით და ათასობით უდანაშაულოთა სისხლია. ისინი მათი ხელით მოკლულ ბავშვებთან ერთად დიდ ორმოში რომ ჩაეყარათ, ჩვილების სისხლში ჩაიხრჩობოდნენ.
უწინ ჯალათებს ხელსაც არ ართმევდნენ, თორემ სუფრასთან ვინ დაისვამდა? სამაგიეროდ, ჩვენი დროის ჯალათებს - შვილთა მკვლელ მშობლებს და ექიმებს - პროფესიონალ მკვლელებს საზოგადოება არც კი კიცხავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საზოგადოება მკვ... იხილეთ სრულად
ძველ მსაჯულთა აფორიზმი იუწყებოდა: "სჯობს გაამართლო ათი დამნაშავე, ვიდრე ერთი უდანაშაულო დასაჯო". აქ კი უდანაშაულო სიკვდილით ისჯება, თანაც როგორ! ის ცოცხლად იგლიჯება ნაკუწებად. ამგვარი მკვლელობის ჩადენა მხოლოდ კარგად გაქნილ სადისტს... იხილეთ სრულად
უდანაშაულოს მოკვლა მკვლელობის ყველაზე საძაგელი და ამაზრზენი სანახაობაა. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ უდანაშაულო ჩვილის მოკვლა, გარკვეულ ვითარებასა და სიტუაციაში ნებისმიერი სხვა მკვლელობის ჩამდენნიც არიან.
აბორტების დაუსჯელობა და იმ ზნეობრივი კანონების უქონლობა, რომლითაც ნაყოფი და მისი ხელშეუვალი უფლება სიცოცხლეზე დაცული იქნება, ყველა დეკლარაციას ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების შესახებ, თვალთმაქცობად და უაზრობად აქცევს.
აბორტების დაშვება ან დაუსჯელობა მშობლებს ისეთ ტირანულ უფლებებს ანიჭებს, რომელიც ადამიანს ჯერ არ ჰქონია, ტირანისა, რომელსაც შეუძლია თავისი სურვილით მოკლას ან ცოცხალი დატოვოს თავისი ქვეშევრდომი.
პრინციპული განსხვავება ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა სახის მკვლელობას შორის არ არსებობს.
აბორტების დაკანონება ყველა იმ ზნეობრივ და იურიდიულ კოდექსებს არღვევს, რომლის საფუძველი ადამიანის უფლებების დაცვაა. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ ადამიანის ნაყოფს, როგორც პიროვნებას დაცვა ესაჭიროება, რომ ადამიანის ნაყოფი - როგორც... იხილეთ სრულად
მკვლელობის განსაკუთრებული სახეა აბორტი. ამ დროს თვით დედა ხდება მკვლელი საკუთარი შვილისა. სამწუხაროდ, ბევრნი ვერ გრძნობენ დანაშაულს, არადა ამისთვის მკაცრად დაისჯებიან. რა თქმა უნდა, დაისჯება ისიც, ვინც აბორტს აკეთებს.