წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
გვწამს, რომ ამქვეყნიური ყოფა მხოლოდ დროებითი მოვლენაა, იგია გამოცდა ჩვენი სულისა, მოსამზადებელი საფეხური მარადიულობისა, რომელთანაც თითოეული განვლილი დღე სულ უფრო გვაახლოებს.
როგორც ღამის მნათობნი უფერულდებიან მზის სინათლეზე, მსგავსად ამისა, ჩვენს მწუხარებას, გასაჭირს, განსაცდელსა და სევდას განაქარვებს წმიდა პასექის დღე, რადგან მარადიულობა გაცილებით ღრმა და დიადია, ვიდრე ჩვენი მიწიერი, წარმავალი და ყოვ... იხილეთ სრულად
ჩვენ რეალურად უნდა აღვიქვათ სამყარო, მაგრამ ეს ხედვა, აუცილებლად, სიყვარულით უნდა იყოს გამსჭვალული, რადგან თვით სამყარო მთელი თავისი არსით ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია.
ჩვენი ამქვეყნიური ყოფა რაღაც დიადისა და მარადიულის კარიბჭეა. მიწიერი ცხოვრება რთული, წინააღმდეგობებით სავსე და მრავალფეროვანია. ამ მცირე დროში უნდა მოვასწროთ სამყაროს რეალური სახის დანახვა, მისი სწორად აღქმა და, რაც მთავარია, შევძ... იხილეთ სრულად
ცხოვრება განსაცდელია; მიზანი - განღმრთობა. ოღონდაც მარადიული ნეტარება ამქვეყნიური ყოფით, ღვთის მცნებისა და ნების აღსრულებით უნდა დავიმკვიდროთ, ჩვენი კუთვნილი ჯვრის უდრტვინველი ტარებით უნდა მოვიპოვოთ.
ქრისტიანობა მიწიერ ცხოვრებას მარადისობისკენ მიმავალ გზად მიიჩნევს, ის არის ეტაპი, სადაც ადამიანი პიროვნებად ფორმირდება. ამიტომ ავადმყოფობაც და ჯანმრთელობაც მხოლოდ სიტუაციებია, რომელშიც ადამიანი იმყოფება, რათა მისი ხასიათი და ზნეობ... იხილეთ სრულად
ცხოვრება მგზავრობაა, მიახლოებაა მარადიულობასთან. ჩვენ კი ძალიან ცოტას ვფიქრობთ ამაზე.
ამქვეყნიური ცხოვრება - ძვირფასი ნიჭია, რომელიც ღვთისგან გვაქვს მომადლებული. ჩვენ კი მას ხშირად უაზროდ და უდარდელად ვატარებთ. ვივიწყებთ რა ამქვეყნიური ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმ... იხილეთ სრულად
ჩვენ ხშირად სამყაროს აღვიქვამთ არა ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, არამედ როგორც მას ჩვენი გონება წარმოსახავს. ამიტომ მას ყველა სხვადასხვაგვარად, თავისებურად ხედავს;
ჩვენი ცხოვრება სავსეა დაცემითა და აღდგომით. თუ ვმხიარულობთ, მწუხარებისთვის უნდა ვემზადოთ, თუ შეჭირვებულნი ვართ, ღვთის მოწყალებას უნდა ველოდოთ. სიხარული და მწუხარება მუდმივად მონაცვლეობენ ჩვენს ცხოვრებაში. ისეთი საზოგადოების შექმნა... იხილეთ სრულად