ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები ღვთის შიში, გამონათქვამები, ციტატები
ნუ გექნება მათთან ურთიერთობა, ვისაც არ უპყრიეს შიში უფლისა, იმიტომ, რომ ისინი არც რამეს იტყვიან და არც აკეთებენ უფლისათვის სასარგებლოს; არას იტყვიან არც ღირსებაზე, არც პატიოსნებაზე, არც სასოებაზე, არც სიწმიდეზე. მათი სიტყვა მახეა ... იხილეთ სრულად
ნეტარია და სამგზის ნეტარი ღმრთისმოშიში კაცი. ღმერთის ამ შიშისაგან იშვება ღმერთისადმი ნდობა და ადამიანს მთელი გულით სჯერა, რომ ვინაიდან სრულიად უძღვნა თავი ღმერთს, ღმერთიც მთლიანად ზრუნავს მასზე და საკვებისა და ჭერის გარდა, რომელზე... იხილეთ სრულად
ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად.
მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.
საიდუმლო უფლისა, მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
ფსალმუნი 24-26
ბედნიერია ის სული, რომელმაც თავისი თავი შეამზადა ღვთიური ნიჭის მისაღებად, ასეთსას არასოდეს ტოვებს უფალი და მარად ეხმარება და იფარავს იმ საქმეშიც კი, რისთვისაც თავისი უმეცრების გამო არ ევედრებოდა უფალს. კარგად თქვა ბრძენმა, რომ ღმე... იხილეთ სრულად
უწმინდურებს ეშინიათ იქ, სადაც შიში საერთოდ არ არსებობს (ფს. 52, 6); ხოლო სადაც შიში საჭიროა, იქ უშიშარნი არიან.
ტაძარში ღვთისმოშიშებით უნდა იდგე, რათა ცოდვების შემცირების ნაცვლად არ გაიმრავლო ისინი.
თუ მეფის სახლში მიხვალ, შიშობ და ზრუნავ, რომ ადგილისთვის შეუსაბამო რიამე არ ჩაიდინო; მაშ, როგორი მოკრძალებით უნდა შედიოდე ზეციური მეფის სახლში! თუ მეფის სახლში შიშით იყავი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ გხედავდა და შესაძლოა, სახლშ... იხილეთ სრულად
"რა სარგებლობა მოაქვს ხელოვნების სკოლაში სიარულს, თუ არ ისწავლი?" - თქვა ამბა პიმენმა, - როდესაც ტაძარში ადამიანების უკრძალველ და ღვთისუშიშარ დგომაზე საუბრობდა.