ნაყროვანება, მუცელღორობა - ციტატები, გამონათქვამები
ნაყროვანება, მუცელღორობა - ციტატები, გამონათქვამები ნაყროვანება, მუცელღორობა, გამონათქვამები
ნაყროვანება და უზომო ჭამა-სმა როგორც ზეთი და ნაცარი, ისე აღანთებს ვნებათა ცეცხლს; სწორედ ის იქცა ადამის დაცემის, ესავის წარწყმედის, ისრაელიანთა მარცხის, ნოეს განშიშვლების, გომორის მოსპობის, ლოთის სისხლის აღრევის და ილი მღვდელმთავრ... იხილეთ სრულად
იბატონე შენს სტომაქზე, სანამ თვითონ გაგიბატონდება და მაშინ იძულებული გახდები სირცხვილით მარხულობდე.
თვით სულიერი კაციც, ნაყროვანებაში ჩავარდნილი, კარგავს თავის სულიერებას, თითქოს ღმრთის შეცნობისა და მსახურების უნარსაც კარგავს. "ჭამა იაკობ" - ამბობს წმიდა წერილი; იგი იაკობს ღმერთის ჭეშმარიტ მსახურს უწოდებს, - "და განძღა და შეზრიო... იხილეთ სრულად
დიდხანს დაუმუშავებელი მიწა ეკალ-ბარდებს აღმოაცენებს, ნაყროვანებით ძლეულის გონება კი ბილწ აზრებს წარმოშობს.
აწ ერთი რამ უნდა ვაცნობოთ ნაყროვანს: ის თავის თავს სიტყვიერად და გონიერად გონებს და პირუტყვისაგან უფრო სიხენეშეში არის. პირუტყვთა, როგორც ღმერთმან განუჩინა საზრდელის მიღება, ისინი ისე მიიღებენ. ნაყროვანნი ღვთის განჩინების მსგავსად... იხილეთ სრულად
ჭამისა და სმისაგან მრავალი სნეულებაა, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან - არცერთი
ლოცვისა და საერთოდ ღვთისა და მოყვასისათვის გარჯის დაზარება იწყება ადამიანის სტომაქიდან, რომელიც ყოველდღიურად მსუყედ იკვებება.
სიკვდილის ცოცხალი ხსენება ნაყროვანებას აღუდგება წინ; ხოლო როდესაც ამას სიმდაბლით აღვასრულებთ, ბევრ ვნებასაც მოვიკვეთთ.