ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის წყალობა, მოწყალება, გამონათქვამები
ნუ იფიქრებ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით დასჯილნი, არამედ გქონდეს იმედი უფლის უდიდესი შეწყალებისა, რომელსაც უნდა ყველას გადარჩენა.
ჩვენ ყველას გვჭირდება წყალობა, მაგრამ ყველანი არ ვიმსახურებთ მას, ვინაიდან ის, თუმცა წყალობაა, მაინც ღირსეულს ეძიებს, როგორც თავად ბრძანა უფალმა: „შევიწყალებ ვინც შესაწყალებელია და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია“ (გამოსვ. 33, 19).
სახიერი ღმერთი უხვ წყალობას გვანიჭებს და მისი ქმედება ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ არის მომართული. ყოველივე სიკეთე, რაც კი გაგვაჩნია ღვთის ძღვენია. ყველაფერი თავისი ქმნილების ადამიანისადმი სამსახურად დაადგინა. ისე გააკეთე, რომ ყველ... იხილეთ სრულად
ჩვენი ცოდვები, რითაც უფლის სახიერებას შეურაცხვყოფთ, ბევრად მეტია, ვიდრე - ღვთის სასჯელი, როგორიც არ უნდა იყოს იგი: ღმერთი, თავისი უდიდესი გულმოწყალების გამო, ყოველთვის ნაკლებად გვსჯის, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ
ხშირად გაიმეორეთ ხოლმე, რომ ცოდვილნი ხართ და ყოველთვის სტიროდეთ იმის გამო, რაც მცონარებისა და არაგულმოდგინების ჟამს მოგიმოქმედებიათ. ამ ღვაწლისათვის ღვთის კურთხევა იქნება თქვენზე და მისი მადლი იმოქმედებს თქვენში, რადგანაც ღმერთი ს... იხილეთ სრულად
როცა მამა შვილს დაუსჯელად ტოვებს და თავის ნებაზე მიუშვებს, აშკარავდება, რომ მან ზურგი აქცია და განიშორა იგი; ასევე, როცა უფალი ადამიანს დატოვებს დაუსჯელად, იმის მიმანიშნებელია, რომ მან ღვთის წყალობისგან განაძევა იგი. და ასეთ ადამი... იხილეთ სრულად
ღვთის მადლით ბოძებული წყალობა, საკუთარი ცოდვილიანობის მთელი სისავსით შეგრძნება და გაცნობიერებაა, რაც ყველა დანარჩენ წყალობას აღემატება. ეს სულს ამ წყალობათა მისაღებად ამზადებს. რადგან სულს არ ძალუძს ამ „საჩუქრის“ მიღება, სანამ სულ... იხილეთ სრულად
საკუთარი თავის წინაშე ვაღიაროთ, ძმანო ჩემნო, რომ ღვთის თვალში მთელი ჩვენი სული დაავადებულია და ჭრილობებით ისეა დაფარული, როგორც იობის სხეული იყო დაფარული წყლულებით და მატლების მიერ იყო შეჭმული. როდესაც ცოდვა ადამიანზე ბატონობას იწ... იხილეთ სრულად
კეთილი უფალი სიყვარულით გვითმენს ჩვენ და არავინ გამოჰყავს დასაცინი. თუმცა, მისთვის - გულთამხილავისთვის, ცნობილია ჩვენი შეცოდებანი. არც წმიდანები შეურაცხყოფდნენ არასდროს ცოდვილთ საქვეყნოდ, არამედ სიყვარულით, სულიერი სიფაქიზით და ფა... იხილეთ სრულად
არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღმრთის მოწყალებას და მთელი მსოფლიოს ცოდვები ერთად აღებული ქვიშის მარცვალია ოკეანეში შთაგდებული.