სიკვდილის წინ ავადმყოფობა ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალ ცოდვილს მან მარადიული ხსნა მოუტანა. და ათასობით ცოდვილმა ღმერთი და საკუთარი სული მხოლოდ ავადმყოფობის სარეცელზე შეიცნო. ხოლო, როდესაც შეიცნობდნენ ამ ორ უდიდეს რეალობას, რომელთ...
იხილეთ სრულად
სიკვდილის წინ ავადმყოფობა ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალ ცოდვილს მან მარადიული ხსნა მოუტანა. და ათასობით ცოდვილმა ღმერთი და საკუთარი სული მხოლოდ ავადმყოფობის სარეცელზე შეიცნო. ხოლო, როდესაც შეიცნობდნენ ამ ორ უდიდეს რეალობას, რომელთაც სიცოცხლეში არ უფრთხილდებოდნენ, მწარედ ინანიებდნენ და მისტიროდნენ თავიანთ უგუნურ ცხოვრებას. აღსარებას ამბობდნენ, ეზიარებოდნენ და ქრისტეს ცრემლითა და სისხლით განწმენდილნი მის ზეციურ, ნათელ სასახლეში შესვლის ღირსნი ხდებო...
ო, ადამიანო, ისწავლე ქრისტესმიერი მორჩილება და უფალი მოგცემს შენ ლოცვის სიტკბოების განცდას. თუ გინდა სუფთად ილოცო, იყავი მორჩილი, თავშეკავებული, სუფთად თქვი აღსარება და შეგიყვარებს შენ ლოცვა. იყავი გამგონე, მადლიანი კეთილი სინდისი...
იხილეთ სრულად
ო, ადამიანო, ისწავლე ქრისტესმიერი მორჩილება და უფალი მოგცემს შენ ლოცვის სიტკბოების განცდას. თუ გინდა სუფთად ილოცო, იყავი მორჩილი, თავშეკავებული, სუფთად თქვი აღსარება და შეგიყვარებს შენ ლოცვა. იყავი გამგონე, მადლიანი კეთილი სინდისით დაემორჩილე ხელისუფლებას და იყავი კმაყოფილი ყველასი. აი, მაშინ შენი გონება გასუფთავდება ამაო ზრახვებისაგან. გახსოვდეს, რომ გხედავს უფალი და იყავი შიშში, რომ არ აწყენინო რაიმეთი ძმას; არ განიკითხო იგი, არ დაადარდიანო თუნ...
არის კიდევ ერთი სახე ცოდვისა – როდესაც ახლობლები და ნათესავები უმალავენ მომაკვდავს საქმის ნამდვილ ვითარებას, ამშვიდებენ ფუჭი იმედებით, იმის ნაცვლად, რომ მოამზადონ იგი ზეთისცხების, აღსარებისა და ზიარებისათვის. შეინანეთ უფლისა წინაშ...
იხილეთ სრულად
არის კიდევ ერთი სახე ცოდვისა – როდესაც ახლობლები და ნათესავები უმალავენ მომაკვდავს საქმის ნამდვილ ვითარებას, ამშვიდებენ ფუჭი იმედებით, იმის ნაცვლად, რომ მოამზადონ იგი ზეთისცხების, აღსარებისა და ზიარებისათვის. შეინანეთ უფლისა წინაშე, თუ რომელიმე თქვენგანის ახლობელი გარდაიცვალა უზიარებელი თქვენი უყურადღებობით, მოუცლელობით, დაუდევრობით, მისი სიკვდილით შეშინების ამაო მორიდების მიზეზით. ასე მხოლოდ ის მოიქცევა, ვისაც არა სწამს საიქიო ცხოვრებისა. საშინე...
სატანური ძალები დედამიწაზე თავიანთი მორჩილი იარაღების - ჯადოქრების, ექსტრასენსების, "ნათელმხილველების" და სხვა მაცდუნებლების საშუალებით მოქმედებენ. ბნელი ძალები თავისთავად უძლურნი არიან. მაგრამ ისინი დამანგრეველ ძალას იძენენ, თუკი...
იხილეთ სრულად
სატანური ძალები დედამიწაზე თავიანთი მორჩილი იარაღების - ჯადოქრების, ექსტრასენსების, "ნათელმხილველების" და სხვა მაცდუნებლების საშუალებით მოქმედებენ. ბნელი ძალები თავისთავად უძლურნი არიან. მაგრამ ისინი დამანგრეველ ძალას იძენენ, თუკი ადამიანი რაიმე მძიმე ცოდვას აღასრულებს და ამით ბოროტებას საკუთარ თავზე ზემოქმედების უფლებას მისცემს. იმისათვის, რომ ამ ზემოქმედებისაგან გათავისუფლდეს, აუცილებელია, რომ ადამიანმა ცოდვის მიზეზი შეიტყოს, ანუ გააცნობიეროს ი...
92. იესოსგან ქველმოქმედებული და დატკბობილი სული ჯეროვანი სიხარულითა და სიყვარულით, აღსარების მიერ, მიაგებს სანაცვლოს ქველმოქმედს, გულმხიარულად ჰმადლობს რა და მოუხმობს თავის მშვიდობისმყოფელს, და თავის შორის გონითად ჭვრეტს მას, უკეთ...
იხილეთ სრულად
92. იესოსგან ქველმოქმედებული და დატკბობილი სული ჯეროვანი სიხარულითა და სიყვარულით, აღსარების მიერ, მიაგებს სანაცვლოს ქველმოქმედს, გულმხიარულად ჰმადლობს რა და მოუხმობს თავის მშვიდობისმყოფელს, და თავის შორის გონითად ჭვრეტს მას, უკეთურ სულთა წარმოსახვების უჩინომყოფელს.
როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს კაცი ანუ გააგდებს ყოველსა ცუდსა, განმხრწნელსა ვნებასა, მაშინ სულიერი საზრდო უნდა მიიღოს კაცმან. წმინდა ეკლესია მიანიჭებს მას სულიერსა განმაახლებელსა, განმამტკიცებელსა, განმაცხოველებელსა სა...
იხილეთ სრულად
როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს კაცი ანუ გააგდებს ყოველსა ცუდსა, განმხრწნელსა ვნებასა, მაშინ სულიერი საზრდო უნდა მიიღოს კაცმან. წმინდა ეკლესია მიანიჭებს მას სულიერსა განმაახლებელსა, განმამტკიცებელსა, განმაცხოველებელსა საზრდოსა, ქრისტეს სისხლსა და ხორცსა.
ვისაც სიძუნწე ჯერ კიდევ არ შეგინანებიათ, შენდობისათვის განსაკუთრებული აღსარება უნდა ჩააბაროთ მოძღვარს. ეს ეხება ყველას, ვინც არ დახმარებია მშიერს, მწყურვალს, შიშველსა და უსახლკაროს; იქნებ სულაც ვინმე გარდაიცვალა თქვენი უსულგულობის...
იხილეთ სრულად
ვისაც სიძუნწე ჯერ კიდევ არ შეგინანებიათ, შენდობისათვის განსაკუთრებული აღსარება უნდა ჩააბაროთ მოძღვარს. ეს ეხება ყველას, ვინც არ დახმარებია მშიერს, მწყურვალს, შიშველსა და უსახლკაროს; იქნებ სულაც ვინმე გარდაიცვალა თქვენი უსულგულობის, გულგრილობის მიზეზით.
ზოგი ამბობს, როდის გაბრწყინდება საქართველოო, კი მაგრამ, დალოცვილო! აღსარება თქვი, ეზიარე, ვინ გიშლის ცხონებას?! ფიალა ავსებულია და სადაცაა უფალი გადმოანთხევს, მაგრამ ღვთიმშობელი მალე შეიწყალებს საქართველოს, ოღონდ ის სულ სხვა სიკეთ...
იხილეთ სრულად
ზოგი ამბობს, როდის გაბრწყინდება საქართველოო, კი მაგრამ, დალოცვილო! აღსარება თქვი, ეზიარე, ვინ გიშლის ცხონებას?! ფიალა ავსებულია და სადაცაა უფალი გადმოანთხევს, მაგრამ ღვთიმშობელი მალე შეიწყალებს საქართველოს, ოღონდ ის სულ სხვა სიკეთე იქნება.
ყველაზე უწინარეს ჩვენი ვედრების სიაში მადლობა უნდა ჩავწეროთ; მეორედ - ცოდვათა აღსარება და შემუსვრილება სულისა; რადგან ასეთია კეთილი ლოცვა, როგორც ერთძმას აუწყა ანგელოზმა ამის შესახებ