ღმერთმან თავისი მხრით ყოველივე აღასრულა და ყოველივე მოგვცა, რათა ჩვენ ვსცხონდეთ და ვიყვნეთ ბედნიერნი; აწ ჩვენზედ არის დამოკიდებული, თუ მივიღებთ მათ ყოველთა და კეთილად ვიხმართ ჩვენდა საცხოვნებლად.
ცხოვნებული იქნება ანუ ის კაცი, რომელმან შობითგან სიკვდილამდე თავის თავი დაიმარხა უბიწოდ და უცოდველად, ანუ ის, რომელმან თუმცა სცოდა, გარნა სრულიად განიწმიდა თავი შენანებითა. საღმრთო წერილი ახსენებს მხოლოდ ორსა პირსა: ერთს მაცხოვარს...
იხილეთ სრულად
ცხოვნებული იქნება ანუ ის კაცი, რომელმან შობითგან სიკვდილამდე თავის თავი დაიმარხა უბიწოდ და უცოდველად, ანუ ის, რომელმან თუმცა სცოდა, გარნა სრულიად განიწმიდა თავი შენანებითა. საღმრთო წერილი ახსენებს მხოლოდ ორსა პირსა: ერთს მაცხოვარსა ჩვენსა უფალსა იესო ქრისტესა, რომელი იყო უბიწო და მეორესა ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა, რომელი იყო დაცული ყოვლისა ცოდვისაგან. ხოლო ყოველთა სხვათა ადამის ძეთა ზედა საღმრთო წერილი ესრედ იტყვის: „აჰა ესერა უსჯულოებათა შინა ...
ვინც არის მეძიებელი ღვთის სასუფევლისა, ის აღარ იქმნება სულმოკლე მსასოებელი ღვთის შეწევნისა. იგი მუშაობს, ჰსცდილობს და რასაც ღმერთი მისცემს, მით არის კმაყოფილი და ჰმადლობს ღმერთსა. სიღარიბე, ნაკლულევანება, მწუხარება მას არ შთააგდებ...
იხილეთ სრულად
ვინც არის მეძიებელი ღვთის სასუფევლისა, ის აღარ იქმნება სულმოკლე მსასოებელი ღვთის შეწევნისა. იგი მუშაობს, ჰსცდილობს და რასაც ღმერთი მისცემს, მით არის კმაყოფილი და ჰმადლობს ღმერთსა. სიღარიბე, ნაკლულევანება, მწუხარება მას არ შთააგდებს სასოწარკვეთილებასა შინა, მისთვის, რომელ მის გულში მარადის მომდინარეობს წყარო მშვიდობისა და ნუგეშისა, ესე იგი, სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი.
რისთვის სთქვა უფალმან: „ ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“? ანუ რა სახით შეიძლება, რომელ ოდესცა კაცი გულსმოდგინედ ეძებს სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისა, მა...
იხილეთ სრულად
რისთვის სთქვა უფალმან: „ ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“? ანუ რა სახით შეიძლება, რომელ ოდესცა კაცი გულსმოდგინედ ეძებს სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისა, მაშინ ამ სოფლის ცხოვრებაც გაუადვილდება მას და შეიქმნება უჯობესი? დიდი და მიუცილებელი კავშირი არის, ძმანო, ორთა ამა საგანთა შორის: პირველად, ეს უეჭველია, და ყოველმან კაცმან იცის, რომელ კაცის ამ ქვეყანაზედ კმაყოფილება და კეთ...
სასუფეველსა ღვთისასა უნდა ვეძებდეთ აგრეთვე გარეშე ჩვენსა, საქმეთა შინა ჩვენსა და მოყვასთა ჩვენთასა. ცოდვა და მადლი, სიმართლე და სიცრუე არიან თითქმის არეულნი და გადაბმულნი ურთიერთა შორის; ცხოვრება ადამიანისა ბრუნავს, ვითარცა ურმის...
იხილეთ სრულად
სასუფეველსა ღვთისასა უნდა ვეძებდეთ აგრეთვე გარეშე ჩვენსა, საქმეთა შინა ჩვენსა და მოყვასთა ჩვენთასა. ცოდვა და მადლი, სიმართლე და სიცრუე არიან თითქმის არეულნი და გადაბმულნი ურთიერთა შორის; ცხოვრება ადამიანისა ბრუნავს, ვითარცა ურმის თვალი, და მასთანავე ბრუნავენ და იძვრიან ქვეყანაზედ ცოდვა და მადლი. შენზედ არის დამოკიდებული, ძმაო, რომელ კერძოს აღირჩევ და ვის ემსახურები. უკეთუ გსურს შეძიენება ღვთის სასუფეველისა, ყოველ საქმეში აღმოირჩიე მართალი კერძო....
გქონან შვიდნი საიდუმლონი, შვიდნი წყარონი საღმრთოისა მადლისანი; ლოცვა, წირვა, მარხვა და ყოველნი ეკლესიურნი წესნი; იხმარე ესენი და მათ მიერ აღაშენებ სასუფეველსა ღვთისასა ბუნებასა შინა შენსა.
რადგანაც საკუთარი შენი სინიდისი და ჭკუა, ძმაო ჩემო, გაგრძნობინებს შენ, რომელ სიმართლე უმჯობესია უმართლოებაზედ, სიწმიდე უწმიდურობაზედ, მადლი ცოდვაზედ, აქედან იწყე ძებნა და შეძენა ღვთის სასუფეველისა. ესრეთ, რომელ შეითვისე ის საღმრთო...
იხილეთ სრულად
რადგანაც საკუთარი შენი სინიდისი და ჭკუა, ძმაო ჩემო, გაგრძნობინებს შენ, რომელ სიმართლე უმჯობესია უმართლოებაზედ, სიწმიდე უწმიდურობაზედ, მადლი ცოდვაზედ, აქედან იწყე ძებნა და შეძენა ღვთის სასუფეველისა. ესრეთ, რომელ შეითვისე ის საღმრთო გრძნობა, რომელიც დანერგა ღმერთმან შენს გულში, გააღვიძე იგი, აღაორძინე, გაადიდე საკუთარითა შენი მეცადინეობითა. მცირე ნაპერწკალი, უკეთუ კაცი ეცადა, აღაგზნებს დიდსა ცეცხლსა. მცირე იგი და სუსტი გრძნობა სიმართლისა და მადლისა...
მართალია, ცოდვამან მოიპოვა დიდი ძალა და მოქმედება ბუნებასა ზედა კაცისასა, გარნა მაინც ქვეყანაზედ არ იპოვება ისრეთი კაცი, რომელმანც არ იცოდეს განრჩევა შორის ცოდვისა და მადლისა, სიცრუისა და სიმართლისა. ყოველი კაცი ხშირად სცოდავს, გა...
იხილეთ სრულად
მართალია, ცოდვამან მოიპოვა დიდი ძალა და მოქმედება ბუნებასა ზედა კაცისასა, გარნა მაინც ქვეყანაზედ არ იპოვება ისრეთი კაცი, რომელმანც არ იცოდეს განრჩევა შორის ცოდვისა და მადლისა, სიცრუისა და სიმართლისა. ყოველი კაცი ხშირად სცოდავს, გარნა ვგონებ ისრეთი ადამიანი არ იპოვება ქვეყანაზედ, რომელსაცა თავის ჰაზრში და გრძნობაში მაინც სიმართლე და მადლი არ ერჩიოს სიცრუესა და ცოდვასა. მაშასადამე, კაცის ბუნებაში ახლაც არის თესლი ღვთის სასუფეველისა და ყოველი კაცი პ...
სასუფეველი ღვთისა არს შინაგან კაცისა გულსა და სულსა მისსა, ეგრეთვე გარეგან მისსა, საქმეთა შინა კაცთასა. სასუფეველი ღვთისა შინაგან კაცისა არის მსგავსება და ხატება ღვთისა, რომლითა თვით ღმერთმან შეამკო ბუნება კაცისა ჟამსა დაბადებისა ...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ღვთისა არს შინაგან კაცისა გულსა და სულსა მისსა, ეგრეთვე გარეგან მისსა, საქმეთა შინა კაცთასა. სასუფეველი ღვთისა შინაგან კაცისა არის მსგავსება და ხატება ღვთისა, რომლითა თვით ღმერთმან შეამკო ბუნება კაცისა ჟამსა დაბადებისა მისისასა. თუმცა აწ ბუნება კაცისა არს ფრიად დაცემულ, მსგავსება და ხატება ღვთისა ცოდვათაგან ფრიად დაბნელებულ, გარნა ახლაცა ყოველ კაცს აქვს რომელიმე კვალი და თესლი ღვთის ხატებისა, ანუ ღვთის სასუფეველისა.