განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების! არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების
იმისათვის, რომ ადამიანმა შეიცნოს თავისი ბუნების უძლურება, მრავალი და დიდი განსაცდელი უნდა შეემთხვას, და მაშინ, მრავალი გამოცდის წყალობით, მდაბლდება და სწავლობს ჭეშმარიტ სიმდაბლეს. მაგრამ დროა საჭირო
77. ცხოვრებისეული განსაცდელნი ადამიანებს იმ მებრძოლებად ხდის, ღვთისგან გვირგვინის მიღების ღირსნი რომ არიან. ამიტომ, საჭიროა, რომ ამ ცხოვრებაში ყოველივე ამქვეყნიურისადმი მოაკვდინონ მათ თავიანთი სხეულებრივი ნაწილები, რადგან მკვდარი ... იხილეთ სრულად
არ არსებობს ადგილი განსაცდელის გარეშე. და ადამიანმა იქ უნდა გაიმარჯვოს, სადაც მას ებრძვიან, რომ დაამწუხროს და შეარცხვინოს ეშმაკი, ღმერთს კი სიხარული და დიდება მიანიჭოს
ღვაწლისდამდებელი ქრისტე იმისთვის უშვებს ჩვენზე განსაცდელებს, რომ მტრებზე გავიმარჯვოთ, ვნებათაგან განვიწმინდოთ და სრულყოფილნი განხდეთ
როგორც ცეცხლს, ისე გაექეცი ბოროტ გულისსიტყვებს. სულაც ნუ მოუსმენ მათ. იმისათვის, რომ ფესვი ვერ გაიდგან შენში. და ისევ, სასო არ წარიკვეთო. რადგან ღმერთი დიდია და ცოდვილებს პატიობს. ოღონდ შეინანე როცა ცდები, და ეცადე მსგავსი რამ მეტ... იხილეთ სრულად
განსაცდელის ჟამს ყოველთვის ქრისტესა და ღმრთისმშობელს მიმართე. საშველად წმინდანებს უხმე და ყურადღებით იყავი