თუკი დემონთა მძლავრებით შენს გონებას დაეუფლება ვნებიანი აზრები, მაშინ გონებით გადადი ჯოჯოხეთში და წმიდა წერილის მიხედვით, განსჭვრიტე როგორ იტანჯებიან იქ ხორცის სათნომყოფელნი. ნუთუ მოისურვებ ცოდვით დროებითი ტკბობისთვის საშინელ მარა...
იხილეთ სრულად
თუკი დემონთა მძლავრებით შენს გონებას დაეუფლება ვნებიანი აზრები, მაშინ გონებით გადადი ჯოჯოხეთში და წმიდა წერილის მიხედვით, განსჭვრიტე როგორ იტანჯებიან იქ ხორცის სათნომყოფელნი. ნუთუ მოისურვებ ცოდვით დროებითი ტკბობისთვის საშინელ მარადიულ წარწყმედას? მუდამ გახსოვდეს სიკვდილის ჟამი, რომელიც ბოლოს მოუღებს ჩვენს ხორციელ სილამაზეს. მდაბლად ითხოვე ღმრთისაგან მოიგერიოს მტრისგან ნასროლი განხურვებული ისრები, რომლებიც აშფოთებენ ჩვენს სულს.
link
ეშმაკს უნდა, რომ ადამიანს სიკვდილის ხსოვნა წაართვას, ამისათვის მას მრავალ სატყუარას სთავაზობს. ეშმაკს სიკვდილის ხსოვნა რომ არ მოეპარა, როგორც გასაღები სულისა, სხვის სახლში შესვლას ვერ შეძლებდა ქურდივით და ვერ გაძარცვავდა მას. სული...
იხილეთ სრულად
ეშმაკს უნდა, რომ ადამიანს სიკვდილის ხსოვნა წაართვას, ამისათვის მას მრავალ სატყუარას სთავაზობს. ეშმაკს სიკვდილის ხსოვნა რომ არ მოეპარა, როგორც გასაღები სულისა, სხვის სახლში შესვლას ვერ შეძლებდა ქურდივით და ვერ გაძარცვავდა მას. სულით ავადმყოფებს, ისტერიით დაავადებულებს და მანიაკებს შეხედეთ, მათ ვინც დემონის განსაკუთრებული ზეგავლენის ქვეშ არიან, როგორ ეშინიათ სიკვდილზე ფიქრის, როგორ უჭირთ შესვლა ოთახში, სადაც კუბოა ან დაკრძალვაზე დასწრება, თუნდაც უა...
link
შეუძლებელია ღვთისმოსაურად გატარება დღისა, თუ არ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა, და საოცარია, რომ წარმართა შორისაც ითქვა რაღაც – ამდაგვარი იმიტომ, რომ მათაც ივარაუდეს, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომ...
იხილეთ სრულად
შეუძლებელია ღვთისმოსაურად გატარება დღისა, თუ არ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა, და საოცარია, რომ წარმართა შორისაც ითქვა რაღაც – ამდაგვარი იმიტომ, რომ მათაც ივარაუდეს, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს.
link
ყოვლითა საქმითა შენითა მოიხსენე აღსასრული შენი და უკუნისამდე არა სცოდო
ყოველთვის ასე იფიქრე და საკუთარ თავს უთხარი: – „დღეის შემდეგ ამ ქვეყნად აღარ ვიქნები!“ – და ღვთის წინაშე აღარ შესცოდავ.
ყოველგვარი ვნება სიკვდილის ხსოვნის წინააღმდგომია. ყოველგვარი ვნება ამ ხსოვნას შეგნების საზღვრებიდან დევნის. სიკვდილის ხსოვნა ბედნიერებისა და ნეტარების მძებნელ ადამიანს ქორწილში შავ ნიღბად ეჩვენება. ქრისტიანისთვის კი სიკვდილის ხსოვ...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი ვნება სიკვდილის ხსოვნის წინააღმდგომია. ყოველგვარი ვნება ამ ხსოვნას შეგნების საზღვრებიდან დევნის. სიკვდილის ხსოვნა ბედნიერებისა და ნეტარების მძებნელ ადამიანს ქორწილში შავ ნიღბად ეჩვენება. ქრისტიანისთვის კი სიკვდილის ხსოვნა, ლოცვასთან შეერთებული, დემონის წინააღმდეგ მიმართული მახვილია. ვიდრე კაცს აღსასრული ახსოვს, ვიდრე სიკვდილის მისტიკური განცდა მის გულს ათრთოლებს, არ შეუძლია სცოდოს, ისევე, როგორც მას, ჭკუათმყოფელს, არ შეუძლია გველის სორ...
link
სიკვდილის ხსოვნის მეორე მტერი მრავალსიტყვაობაა – შეფარული ამპარტავნების ერთ–ერთი გამოვლინება. უფალი წმინდა წერილში ამბობს: „ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა (მდუმარესა)“ (ესაია 66,2). ჭეშმარიტად ასეა: ღვთისა...
იხილეთ სრულად
სიკვდილის ხსოვნის მეორე მტერი მრავალსიტყვაობაა – შეფარული ამპარტავნების ერთ–ერთი გამოვლინება. უფალი წმინდა წერილში ამბობს: „ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა (მდუმარესა)“ (ესაია 66,2). ჭეშმარიტად ასეა: ღვთისათვის ესოდენ სათნო თავმდაბლობა და მოკრძალება მდუმარებასთან არის შეუღლებული. მრავალსიტყვაობა ლოთობის მსგავსი ვნებაა: ადამიანს ისე იმონებს, რომ ის თავისივე ენის ერთგვარი დანამატი ხდება.
link
სიკვდილის ხსოვნა უპირველესი ასკეტური წესია. წმ. პავლე მოციქული წერს: „და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე“ (ეფ. 5.18), ანუ სიძვა. ამქვეყნიური სიმდიდრე და სიამე იგივე ღვინოა, რომელიც თუმცა კი ათრობს, მაგრამ კაცს ჭეშმარიტ ...
იხილეთ სრულად
სიკვდილის ხსოვნა უპირველესი ასკეტური წესია. წმ. პავლე მოციქული წერს: „და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე“ (ეფ. 5.18), ანუ სიძვა. ამქვეყნიური სიმდიდრე და სიამე იგივე ღვინოა, რომელიც თუმცა კი ათრობს, მაგრამ კაცს ჭეშმარიტ სიხარულს არ ანიჭებს. ამ „ღვინოშიცაა“ სიძვა: სული – სასძლო ქრისტესი, მისთვის უცხო მატერიალურსა და მიწიერზე მიტმასნებით ღალატობს ღმერთს და ქვეყანასთან მრუშობს.
link
სიკვდილის ხსოვნა თავიდან საშინელი გვეჩვენება, მაგრამ როცა ადამიანი მას ეჩვევა, გრძნობს, რომ ეს ხსოვნა მას ამასოფლის მონობისაგან, ვნებების ბორკილებისაგან, დამთრგუნველი აზრებისაგან ათავისუფლებს, რომლებიც მას ტვირთივით აწევს. იგი ამ ...
იხილეთ სრულად
სიკვდილის ხსოვნა თავიდან საშინელი გვეჩვენება, მაგრამ როცა ადამიანი მას ეჩვევა, გრძნობს, რომ ეს ხსოვნა მას ამასოფლის მონობისაგან, ვნებების ბორკილებისაგან, დამთრგუნველი აზრებისაგან ათავისუფლებს, რომლებიც მას ტვირთივით აწევს. იგი ამ ხსოვნის სიყვარულს იწყებს, ის ბრძენ და ერთგულ მეგობრად წარმოუდგება, რომელიც მზადაა მწუხარებაში ანუგეშოს იგი და რაც ყველაზე მთავარია, სიკვდილის ხსოვნა ადამიანს ასწავლის, რომ მიმადლებული სიცოცხლის ჭეშმარიტი აზრი არა მიწიერ ...
link
სასარგებლოა, რომ ჩვენში სიკვდილის ხსოვნა განვაცხოველოთ სასაფლაოზე მისვლით, ავადმყოფთა მონახულებით, ახლობელთა გარდაცვალებისა და დაკრძალვაზე დასწრებით, ჩვენს მიერ ნანახი და გაგონილი თანამედროვე სხვადასხვანაირი სიკვდილის ხშირი გახსენ...
იხილეთ სრულად
სასარგებლოა, რომ ჩვენში სიკვდილის ხსოვნა განვაცხოველოთ სასაფლაოზე მისვლით, ავადმყოფთა მონახულებით, ახლობელთა გარდაცვალებისა და დაკრძალვაზე დასწრებით, ჩვენს მიერ ნანახი და გაგონილი თანამედროვე სხვადასხვანაირი სიკვდილის ხშირი გახსენებით... შევიგნოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების ხანმოკლეობა და ყოველი მიწიერი მონაგებისა და უპირატესობის ამაოება; შევიგნოთ საშინელი მომავალი მათი, რომელნიც მხსნელსა და ხსნას უგულებელყოფენ და რომელთაც თავი სრულიად მიუძღვნეს ცოდვ...
link