ღვთის იმედი - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის იმედი - ციტატები, გამონათქვამები ღვთის იმედი, გამონათქვამები, ციტატები
შენთვის ერთნაირად ცუდია - განიშორო მადლმოსილი იმედი და გაგიჩნდეს მეტისმეტად თამამი აზრი, რომ ძნელი არაა სრულყოფილი იყო.
მეტად უბედურია ის, ვინც იმედს არ ამყარებს უფალზე და ფიქრობს, თავისი ბედნიერება თვითონ მოიპოვოს.
ჩვენი სიყვარული - ქრისტეს ვნებებს, ჩვენი რწმენა მის აღდგომას, სასოება მის ამაღლებას ეფუძნება
ღვთის შიში უნდა გვქონდეს, მაგრამ ისეთი, რომელიც იმედს არ თრგუნავს; აუცილებელია სულში იმედი ვისაზრდოოთ, ოღონდ ისეთი, რომელიც ღვთის შიშს არ გამორიცხავს
მაშ, ვის უნდა ვთხოვოთ შეწევნა და წყალობა, თუ არა - ყოვლადძლიერ და ყოვლადმოწყალე უფალს?
როდესაც ადამიანთა შემწეობის იმედს დაკარგავ, ღმერთს მიმართე და მიიღებ მას იქ და ისე, სადაც და როგორც არც ელოდი და არც წარმოგიდგენია