აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
შვილის აღზრდით ქვეყნის ბედზე ზრუნავთ. და თუ საქართველო მართლაც რაღაცად გიღირთ, აჩუქეთ შვილი
ადამიანი არ იბადება აგრესიული განზრახვებითა და მიდრეკილებებით. მერე იძენს ამას საზოგადოებაში, როცა უყურებს ცხოვრებას, როცა აღზრდაში რაღაც დააკლდება - აი მაშინ სარეველასავით ამოიზრდება უკეთური მიდრეკილებები, როგორიცაა: ბოროტება, სი... იხილეთ სრულად
"აღზრდა" არის საზოგადოების განვითარების ფუნდამენტალური ცნება, სხვა რა დავასახელოთ მეორე?
დაიპყრეს ახლანდელი ბავშვები პლანშეტებმა, სასიამოვნო საყურებლებმა და გასართობებმა. ეს გასართობები აღზრდისთვის არაა გამოგონილი
ესაა თავი და ბოლო ჩემ ოჯახში, რომ ღირსეული შვილები აღვუზარდო ქვეყანას. ისეთები, რომლებთან ერთად ქუჩაში გავლის არავის შეეშინდება. რომლებთან ერთადაც სიამოვნებით იმუშავებენ და ღალატს არავინ დაელოდება
ვინ არის დამნაშავე, ბავშვი, რომელმაც ამხანაგი დაჭრა თუ რაღაც ცუდი ჩაიდინა, თუ ის, ვინც მას ზრდიდა?
ბავშვს მოაქვს თავისი დანიშნულება ამ ცხოვრებაში - რა უნდა გააკეთოს, რა უნდა იღვაწოს, რა გზა უნდა გაიაროს - ციურ სამყაროში ეს უკვე განსაზღვრული იყო. და რომ მოდის ბავშვი, ეს უნდა გაიხსენოს მან. ცხოვრებაც მიგაგდებს ამ ბილიკებზე, თუკი ... იხილეთ სრულად
ბავშვებში არის აუარებელი შინაგანი ძალა და უსაზღვრო შესაძლებლობანი, და თუ პედაგოგიკას შეცვლი, ამ ძალებს უფრო მეტს გამოავლენ. თუ არ დაიჯერებ ამას, მაშინ იმასაც ჩაუკლავ, რაც აქვს