გული - ციტატები, გამონათქვამები
გული - ციტატები, გამონათქვამები გული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
საკმარისია ადამიანმა გული გადაისხვაფეროს, რომ მისი ხვედრი უმალვე იცვლება. ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ ადამიანის ბედუკუღმართობაზე და მის მიზეზებს კი იშვიათად გამოვიძიებთ. ამ დროს მთავარი მიზეზი გულია. სწორედ ეს გულია, მუდმივად რომ ბორგავ... იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც თავის გულს ვერ იმორჩილებს, მით უფრო ვერ დაიმორჩილებს ენას; თუ თავის თავში სიმშვიდეს ვერ პოვებს, მით უფრო ვერ დაამყარებს სახელმწიფოში მშვიდობას; თუ სხვის ტკივილს ვერ თანაუგრძნობს, ნაკლებად შესწევს სხვისი სიხარულის... იხილეთ სრულად
ენა უნებლიედ გამოთქვამს იმას, რაც ადამიანის გულში და გონებაშია. ენა გულის გამცემია, გამცემი და მსაჯული.
ხორციელი თავშეკავება ქრისტიანისთვის პირველდაწყებითი სწავლებაა. ამის შემდეგ მეტი მოგვეთხოვება, ვისწავლოთ გონების, გულისა და ნების მოთოკვა. გონებას თუ მოვთოკავთ, მასში უწმინდურ ფიქრებს ადგილი აღარ ექნება. გულს თუ მოვთოკავთ, ვნებიანი... იხილეთ სრულად
რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მოქმედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე გრძნობდა რა შინაგან გაორებას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: "რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე ... იხილეთ სრულად
ასე წერდა გულის შესახებ ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე III საუკუნეში ჩინელი მოაზროვნე სიუნ-ცზი: "გული მპყრობელია სხეულისა, განმგებელია სიბრძნისა. იგი მბრძანებლობს, თვით კი არავის ემორჩილება; ის კრძალავს ან აიძულებს რაიმეს იმოძრაოს, აღძრა... იხილეთ სრულად
ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმედს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებ... იხილეთ სრულად
ისევე როგორც სუფთა წყალში მკვეთრად აირეკლება ტყე, მზე, ცა, ასევე სუფთა გულში აისახება ღმერთი. ასეთი გული სულიერად ბეთლემის გამოქვაბულს ემსგავსება. ასეთ გულში იშვება მაცხოვარი და არა მარტო იშვება, მუდმივად დაივანებს იქ.