მართალი სიტყვა ეს ღმერთამდე მისვლის უმოკლესი და უტყუარი გზაა!
მართალი კაცი ქრისტეს წინაშე როგორც პირდაღებული ლომი, ისე დგას. მას არ ეშინია ღმერთის, იმიტომ, რომ მან იცის, მართალია. ღმერთს უყვარს ასეთი კაცი და იგი ქრისტეს ძმა არის. მას, როგორც თავის ტოლს და სწორს, უფალი ისე უყურებს. ჯერ არიან ...
იხილეთ სრულად
მართალი კაცი ქრისტეს წინაშე როგორც პირდაღებული ლომი, ისე დგას. მას არ ეშინია ღმერთის, იმიტომ, რომ მან იცის, მართალია. ღმერთს უყვარს ასეთი კაცი და იგი ქრისტეს ძმა არის. მას, როგორც თავის ტოლს და სწორს, უფალი ისე უყურებს. ჯერ არიან მონანი ღვთისანი, შვილნი უფლისანი და ძმანი უფლისანი.
link
მართალია, ადამიანთა სასახელოდ, ბევრნი ყოფილან სიმართლისათვის წამებულნი ქვეყანაზე და ამიტომაც არიან წმიდათა შორის შერაცხილნი. ხოლო ეს ყველას არა აქვს დიდებული უნარი, სიმართლისათვის ჯვარს ეცვას. ამისთანა ბუნებიანი იშვიათნი არიან. შე...
იხილეთ სრულად
მართალია, ადამიანთა სასახელოდ, ბევრნი ყოფილან სიმართლისათვის წამებულნი ქვეყანაზე და ამიტომაც არიან წმიდათა შორის შერაცხილნი. ხოლო ეს ყველას არა აქვს დიდებული უნარი, სიმართლისათვის ჯვარს ეცვას. ამისთანა ბუნებიანი იშვიათნი არიან. შესწირე თავი მართალს, დეე, გლანძღონ და გათრიონ, დეე, მოგიწამლონ სიცოცხლე, ჩაგიმწარონ წუთისოფლის დღენი, ადვილი სათქმელია და ძნელი საქნელი.
link
ის, რაც ჩვენ სამართლიანად მიგვაჩნია, სინამდვილეში - ზეციური გადასახედიდან, სულაც არ არის ასე.
ადამიანს შიში თან სდევს. მეც მქონია, მაგრამ შიშს უნდა სძლიო, რომ დასძლიო, მართალი უნდა იყო, მართალი. სიმართლე არ უნდა დათმო. როცა სიმართლეს იცავ, მაშინ თვითონ ღმერთი გიცავს. როცა მართალი ხარ, სიკვდილისაც არ გეშინია. რაც უფრო უახლო...
იხილეთ სრულად
ადამიანს შიში თან სდევს. მეც მქონია, მაგრამ შიშს უნდა სძლიო, რომ დასძლიო, მართალი უნდა იყო, მართალი. სიმართლე არ უნდა დათმო. როცა სიმართლეს იცავ, მაშინ თვითონ ღმერთი გიცავს. როცა მართალი ხარ, სიკვდილისაც არ გეშინია. რაც უფრო უახლოვდები სიკვდილს, მით მეტად გაძლიერებს ღმერთი, მეტად გრძნობ მის სიდიადესა და ყოვლისშემძლეობას. ქრისტეს მსახური არ შეიძლება ლაჩარი იყოს. თუ ვერ უძლებ, უნდა წახვიდე. გაიხსენეთ დავით გურამიშვილი:
"ხუცეში უნდა მამაცი, არ თუ ჯა...
link
რატომ დევნის ჭეშმარიტ რწმენას, კეთილზნეობასა და სიმართლეს ეს სოფელი, თუკი ყოველივე ასე კარგად მოქმედებს ადამიანზე – ამკვიდრებს საზოგადოებაში ერთობას, ურთიერთსიყვარულს, კეთილ ჩვევებს, მშვიდობას, სიწყნარესა და წესრიგს? იმიტომ, რომ წ...
იხილეთ სრულად
რატომ დევნის ჭეშმარიტ რწმენას, კეთილზნეობასა და სიმართლეს ეს სოფელი, თუკი ყოველივე ასე კარგად მოქმედებს ადამიანზე – ამკვიდრებს საზოგადოებაში ერთობას, ურთიერთსიყვარულს, კეთილ ჩვევებს, მშვიდობას, სიწყნარესა და წესრიგს? იმიტომ, რომ წუთისოფელი ბოროტებაშია ჩაფლული: „ადამიანებმა შეიყვარეს სიბოროტე უფროის სახიერებისა“ (ფს. 51.3). მაცხოვარმა ელეონის მთაზე ქადაგებისას დასახა ცხოვრების ორი გზა: ფართო და ვიწრო. „ვრცელ ბჭეს“ მივყავართ დაღუპვისაკენ და ამ გზაზ...
link
ჩვენ სიმართლისათვის მკვდრები ვართ და საუბედუროდ, ვცოცხლობთ სიბნელისათვის! გულცივნი ვართ საკუთარი სულის საცხონებელი საქმისათვის, რწმენის გაძლიერებისათვის. მაცხოვრის მცნება კი მოგვიწოდებს გვშიოდეს და გვწყუროდეს სიმართლე, ანუ გვქონდე...
იხილეთ სრულად
ჩვენ სიმართლისათვის მკვდრები ვართ და საუბედუროდ, ვცოცხლობთ სიბნელისათვის! გულცივნი ვართ საკუთარი სულის საცხონებელი საქმისათვის, რწმენის გაძლიერებისათვის. მაცხოვრის მცნება კი მოგვიწოდებს გვშიოდეს და გვწყუროდეს სიმართლე, ანუ გვქონდეს ძლიერი სურვილი – ვიყოთ მართალნი ღმრთის წინაშე იმის რწმენით, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის გამომსყიდველი ამა ქვეყნისა. გვაქვს თუ არა ჩვენ სურვილი უმწიკვლო ცხოვრებისა? განა მთელი ძალით ვცდილობთ ჩვენი ნების სიკეთისაკენ...
link
„ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ“. რას ნიშნავს შიმშილი და წყურვილი სიმართლისათვის? ღმერთმა შექმნა მართალი, უცოდველი, წმინდა ადამიანი. მისი სულიერი საზრდო იყო სიმართლე, სიმართლის მარა...
იხილეთ სრულად
„ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ“. რას ნიშნავს შიმშილი და წყურვილი სიმართლისათვის? ღმერთმა შექმნა მართალი, უცოდველი, წმინდა ადამიანი. მისი სულიერი საზრდო იყო სიმართლე, სიმართლის მარადიული წყარო კი – უფალი ღმერთი. ღმერთთან ერთობისას ადამიანმა არ იცოდა, თუ რას ნიშნავდა შიმშილი და წყურვილი სიმართლისა, რადგანაც უხვად ჰქონდა ეს საზრდო. მისი ნაკლებობა კაცმა მაშინ იგრძნო, როდესაც ცოდვის გამო დაკარგა სიმართ...
link
რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალგვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ქრიტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ...
იხილეთ სრულად
რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალგვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ქრიტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ სიმართლეს, ანუ განმართლებას, რომელი მოგვანიჭა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ თვისითა სიტყვითა და საქმითა, ესე იგი, განმართლება უფლისა იესო ქრისტეს სისხლითა და ხორცითა, რომელი მან შესწირა ჩვენთვის. მაშასადამე, სიმართლე არის მრ...
link
სიმართლისათვის კაცმან ყოველი დევნა უნდა მოითმინოს. თუ სიმართლეს დამალავ, ღმერთს განარისხებ; თუ სიმართლეს იტყვი და ვინმემ ამისთვის მოგიძულა და ცუდი რაიმე გიყო, ნუ გეშინიან, ღმერთი სასუფეველს მოგცემს.