ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღმერთი მოწყალეა, მაგრამ სამართლიანიც; ამ ცხოვრებაში მოწყალეა, სიკვდილის შემდეგ კი – მართლმსაჯული.
ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა ადამიანები ანგელოზებთან – წმინდა სულიერ არსებებთან – შედარებით ნივთიერნი არიან. ანგელოზებს კი ღმერთთან შედარებით რაღაც „ნივთიერი“ გ... იხილეთ სრულად
ღმერთო ჩემო, უფალო საბაოთ, ჩვენი გულების წყვდიადი განანათლე, რომ გიხილოთ შენ, ჭეშმარიტი, ნეტარი ნათელი, რომელიც განანათლებს და ახარებს მათ გულებს, ვინც შეგიყვარა. განგვანათლე შენი მიმდევრები საუკუნო განსვენებამდე. ამინ.
უფალი თავისი ქმნილებისგან მხოლოდ მადლიერებას ელის და იმის აღიარებას, რომ იგია ჩვენი კეთილისმყოფელი, ყოველივე სიკეთის უხვად მომნიჭებელი.
მხოლოდ უფალს შეუძლია სულის ხსნაცა და წარწყმედაც. მხოლოდ მას ავყავართ ზეცად და ჩავყავართ ჯოჯოხეთად. იგი გვაცოცხლებს და იგი მოგვაკვდინებს, და რაც კი შეიქმნა დასაბამიდან, მხოლოდ მისგან, მისით და მის მიერ შეიქმნა, ხოლო მის გარეშე არაფ... იხილეთ სრულად
5. მთავრობდეს შენს ყველა განაზრახს ის, ვინც მთავარია ყველა სიკეთისა, რომ ღვთით აღსრულდეს დაგეგმილი.
ხელოვნების ისტორია ქვეყნის შექმნის დღიდან იწყება და პირველი მიუწვდომელი ხელოვანი ღმერთია თავად.