ღვთის სათნო ყოფისათვის - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის სათნო ყოფისათვის - ციტატები, გამონათქვამები ღვთის სათნო ყოფისათვის, გამონათქვამები
ყოველი საქმის შესახებ, რომელსაც განიზრახავ, ნუ იკითხავ წინასწარ, იქნება თუ არა სასიამოვნო, გამოსადეგი შენთვის და საქებარი ადამიანთა წინაშე, არამედ, უწინარეს ყოვლისა გამოსცადე, იქნება თუ არა იგი უფლისთვის სათნო, ხომ არ ეწინააღმდეგე... იხილეთ სრულად
ყველაფერი ისე გააკეთე და ყველაფერზე ისე იფიქრე, რომ სათნოეყო უფალს: და თუკი ასე არ ფიქრობ, ყოველგვარი შენი საქმე უფასურია
ვიღაცამ ჰკითხა აბბა პიმენს: როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა? ბერმა უპასუხა: "შევხედოთ დანიელს (წინასწარმეტყველს): მას გარდა ღვთისადმი მსახურებისა, სხვა ბრალდება ვერ მოუძებნეს.
ღვთისთვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი მოწოდება, შენი ყველა ქმედების კანონი.
ვინაიდან არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც განსაცდელის გარეშე სათნოეყოფა ღმერთს, ამიტომ საჭიროა, მადლობა შევწიროთ უფალს ყოველი მწუხარებისათვის
ნუ ისურვებ, რომ მოხდეს ის, რაც თავად გსურს, არამედ ისურვე ის, რაც ღვთისთვის სათნოა. შენ ის უნდა გინდოდეს, რაც უფალს უნდა
თუკი მეფის წინაშე თავს უბრალო დაუდევრობის უფლებას არ ვაძლევთ, განსაკუთრებით - უწესობისა, არამედ ვცდილობთ, რომ ყოველი ჩვენი სიტყვა, ყოველი მოძრაობა მისთვის სასიამოვნო იყოს: მით უმეტეს ის ადამიანი, ვისაც წარმოუდგენია, რომ ყოველთვის ... იხილეთ სრულად
არაფერია ლოცვაზე ძლიერმოქმედი და ღვთის სათნოსაყოფად მასზე სასარგებლოც არაფერია.
თუკი ნამდვილად გსურს სათნო–ეყო ღმერთს, მთელის არსებით შეუდექი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, და იგი გიხსნის შენ განსაცდელისაგან და ყოველთვის დაგიცავს.
ყველაზე დიდი სენი ადამიანის სულისათვის, ყოვლად დამღუპველი მისთვის, არის შემოქმედი ღმერთის დავიწყება და აქედან გამომდინარე ამპარტავნება. ბოროტის ნდობა სხვა არაფერია, თუ არ მოკლება სიკეთისაგან; სიკეთე კი ჩვენთვის, ადამიანისთვის, იმა... იხილეთ სრულად