რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
გინდა, რომ ყველაფერი ელვისებრად მოგვარდეს, მაგრამ ასე არ არის. უფალი მოთმინებას ეძიებს, რათა ჩვენი რწმენა დაინახოს!. საჭირო მარტო ლოცვა კი არაა, რომ ადამიანმა თუთიყუშივით იმეოროს, არამედ ყველაფერი დანარჩენიც. მოთმინების გარეშე ადა... იხილეთ სრულად
130. სახურავიდან ჩაშვებული დავრდომილი ესაა მორწმუნეთა მიერ ღვთისნიერად მხილებული ადამიანი, რომელიც მათი რწმენის გამო იღებს შენდობას (შდრ. ლლ. 5.19).
ცრურწმენა და ურწმუნოება ხელიხელჩაკიდებულნი მიდიან, ათეისტებს სწამდათ ჯადოქრების, წინასწარმეტყველების; ღვთისადმი ურწმუნოებს კი ღმერთები სწამდათ.
თუკი ის, რომ ღმერთი არსებობს, რწმენით მიიღება (ებრ. 11, 6) და გონებით ვერ ჩავწვდებით, განა გონებით შეიძლება ჩავწვდეთ იმას, თუ რა არის იგი?
148. უდრტვინველ ადამიანს შეეწევა რწმენითი სიტყვა, რადგან იგი არ ამოწმებს ღვთის სულგრძელებას და არ იგვემს თავს ხშირი შეცოდებებით.
უპოვარება მიწიერ საზრუნავთაგან განრიდება, უზრუნველობა, მგზავრობა დაუბრკოლებელი, მაცხოვრის მცნებებისადმი რწმენაა. მისთვის უცხოა მწუხარება
მაცხოვნებელ რწმენას მოკლებული კაცი წუთისოფლის პატივსა და დიდებას ესწრაფვის, ჭეშმარიტი ქრისტიანი კი - ქველის საქმეებით სიმდიდრეს.
სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცდუნებას.
44. ვისაც ქრისტე სწამს მომავალ საზღაურთან მიმართებაში, რწმენის შესაბამისად გულმოდგინედ იტანს ყოველგვარ წყენას