49. ყველას, ვისაც შეურაცხმყოფელისა არც შურს, არც ურისხდება, არც ძვირად იხსენიებს, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობს, ჯერ კიდევ არ გააჩნია მისდამი სიყვარული, რამეთუ მას შეუძლია, მცნების თანახმად, სიყვარულის გარეშეც არ მიაგოს ბოროტებ...
იხილეთ სრულად
49. ყველას, ვისაც შეურაცხმყოფელისა არც შურს, არც ურისხდება, არც ძვირად იხსენიებს, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობს, ჯერ კიდევ არ გააჩნია მისდამი სიყვარული, რამეთუ მას შეუძლია, მცნების თანახმად, სიყვარულის გარეშეც არ მიაგოს ბოროტებას ბოროტებით. საკუთარი თავის იძულების გარეშე კი, არც ისე ადვილია, ბოროტებას სიკეთით უპასუხო, იმიტომ რომ კეთილგანწყობით მოძულეთადმი სიკეთის ქმნა მხოლოდ სრულყოფილი სულიერი სიყვარულის მქონეთა თვისებაა.
37. როცა გაიგონებთ წმიდა წერილის სიტყვებს: "რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (რომ.2,6.), გახსოვდეთ, რომ ღმერთი სიკეთით მოგაგებთ არა იმისათვის, რაც უკეთური განზრახვით კეთდება, თუმცა, შეიძლება, ის სიკეთედ გეჩვენებოდეთ...
იხილეთ სრულად
37. როცა გაიგონებთ წმიდა წერილის სიტყვებს: "რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (რომ.2,6.), გახსოვდეთ, რომ ღმერთი სიკეთით მოგაგებთ არა იმისათვის, რაც უკეთური განზრახვით კეთდება, თუმცა, შეიძლება, ის სიკეთედ გეჩვენებოდეთ, არამედ სწორედ კეთილი განზრახვით ქმნილის გამო. რამეთუ ღვთის მსჯავრი ხედავს არა მხოლოდ იმას, რა კეთდება, არამედ განზრაზვას, რომლითაც კეთდება.
35. ადამიანურ ქმედებათა შორის ბევრი სიკეთეა თავისთავად, მაგრამ რაღაც მიზეზით უკეთურებად იქცევა. მაგალითად, მარხვა და მღვიძარება, ლოცვა და ფსალმუნება, მოწყალება და უცხოთა შევრდომა, თავისთავად კეთილი საქმეებია, მაგრამ როცა ყოველივე ...
იხილეთ სრულად
35. ადამიანურ ქმედებათა შორის ბევრი სიკეთეა თავისთავად, მაგრამ რაღაც მიზეზით უკეთურებად იქცევა. მაგალითად, მარხვა და მღვიძარება, ლოცვა და ფსალმუნება, მოწყალება და უცხოთა შევრდომა, თავისთავად კეთილი საქმეებია, მაგრამ როცა ყოველივე ამას პატივმოყვარეობის გამო აკეთებენ, მაშინ უკვე აღარაა სიკეთე.
32. სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებით მონიჭებული სიკეთე, წმინდა ძალნი და კეთილი ნება. ბუნებით მინიჭებული სიკეთეა, როცა, მაგალითად, ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვსურს, ჩვენ გვექცეოდნენ. ანდა როცა ადამიანს სივიწროვესა...
იხილეთ სრულად
32. სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებით მონიჭებული სიკეთე, წმინდა ძალნი და კეთილი ნება. ბუნებით მინიჭებული სიკეთეა, როცა, მაგალითად, ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვსურს, ჩვენ გვექცეოდნენ. ანდა როცა ადამიანს სივიწროვესა და უპოვარებაში მყოფს ვხედავთ და ბუნებრივად ვიბრალებთ მას. წმინდა ძალთაგან არის სიკეთე, როცა კეთილი საქმისადმი ჩვენი სწრაფვისას ჩვენს თავში კეთილ შემწეს აღმოვაჩენთ და წარმატებას მივაღწევთ. და ბოლო, კეთილი ნებაა, როცა გან...
17. და კვლავ, ბოროტებაა ხილულ საგნებზე ცოდვილი მსჯელობა, რომელსაც თან ახლავს მათი არასწორი გამოყენება. ამგვარად თუ ვიმსჯელებთ, ქორწინებისდმი მართებული დამოკიდებულება მის მიზნად შვილთა სხმას სახავს. მაგრამ ვინც ამაში მხოლოდ ავხორცუ...
იხილეთ სრულად
17. და კვლავ, ბოროტებაა ხილულ საგნებზე ცოდვილი მსჯელობა, რომელსაც თან ახლავს მათი არასწორი გამოყენება. ამგვარად თუ ვიმსჯელებთ, ქორწინებისდმი მართებული დამოკიდებულება მის მიზნად შვილთა სხმას სახავს. მაგრამ ვინც ამაში მხოლოდ ავხორცულ ტკბობას გულისხმობს, ის განსჯაში ცდება. ბოროტებას სიკეთედ რაცხს და ბოროტად იყენებს მას. ასე უნდა განვიხილოთ სხვა საგანთა გააზრებაცა და მათი გამოყენებაც.
15. გრძნობათა მეშვეობით გონება საგნებს ბუნებრივად აღიქვამს. არც გონება, არც საგანთა ბუნებრივი აღქმა, არც თავად საგნები, არც გრძნობები არაა ბოროტება, რამეთუ ისინი ღვთისგან შექმნილნი არიან. მაშ რაა აქ ბოროტება? ცხადია, ვნება, რომელი...
იხილეთ სრულად
15. გრძნობათა მეშვეობით გონება საგნებს ბუნებრივად აღიქვამს. არც გონება, არც საგანთა ბუნებრივი აღქმა, არც თავად საგნები, არც გრძნობები არაა ბოროტება, რამეთუ ისინი ღვთისგან შექმნილნი არიან. მაშ რაა აქ ბოროტება? ცხადია, ვნება, რომელიც ხელს გვიშლის საგნების ბუნებრივ აღქმაში. და თუ გონება ფხიზელია, ვნება არ დაგვაბრკოლებს საგანთა ბუნებრივი აღქმისას.
11. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფს.36,27), ე.ი. უნდა ებრძოლო ბოროტს, რათა ვნებები შეამცირო, შემდეგ კი იფხიზლე, რათა ისინი არ გაგიმრავლდნენ; და კვლავ იბრძოლე, რათა სათნოებანი მოიპოვო და ამის შემდეგ იფხიზლე, რათა ისინი შეი...
იხილეთ სრულად
11. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფს.36,27), ე.ი. უნდა ებრძოლო ბოროტს, რათა ვნებები შეამცირო, შემდეგ კი იფხიზლე, რათა ისინი არ გაგიმრავლდნენ; და კვლავ იბრძოლე, რათა სათნოებანი მოიპოვო და ამის შემდეგ იფხიზლე, რათა ისინი შეინარჩუნო. და ესაა დასამუშავებელიც და დასაცავიც (დაბ.2,15).
58. ყურს ნუ მიაპყრობ მაწყევარის ენას, ნურც ავსიტყვაობის მოყვარულისას, სიამოვნებით რომ ამბობს ან ისმენს მოყვასის საწინააღმდეგო სიტყვას; რათა არ განეშორო ღვთის სიყვრულს და უცხო არ გახდე მარადიული ცხოვრებისათვის.
56. თუ სიყვარული არის "აღმასრულებელი ჰსჯულისა" (1კორ. 13,10), მაშინ მოყვასის ძვირადმახსენებელი, მისთვის ბოროტების მზრახველი, მისი მაწყევარი და მისი დაცემით გახარებული, განა არ არის სჯულის დამრღვევი და განა არ იმსახურებს მარადიულ ტ...
იხილეთ სრულად
56. თუ სიყვარული არის "აღმასრულებელი ჰსჯულისა" (1კორ. 13,10), მაშინ მოყვასის ძვირადმახსენებელი, მისთვის ბოროტების მზრახველი, მისი მაწყევარი და მისი დაცემით გახარებული, განა არ არის სჯულის დამრღვევი და განა არ იმსახურებს მარადიულ ტანჯვას?