წყენა - ციტატები, გამონათქვამები
წყენა - ციტატები, გამონათქვამები წყენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყოველი ქმნილების შემოქმედის განმარისხებელი ვალდებულია, მოთმინებით აიტანოს, როდესაც ამ ქმნილებათაგანი აწყენინებს.
ხშირად ხდება, რომ იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ჩვენ გვაწყენინა, დამნაშავენი არ ვართ, მაგრამ ღვთის წინაშე მრავალი ცოდვა მიგვიძღვის, რომლებსაც ადამიანები ვერ ხედავენ, მხოლოდ ღმერთი ხედავს.
შურს კი ნუ იძიებ, არამედ მიუტევე მოყვასს წყენა, იმიტომ, რომ თვითონ გჭირდება მიტევება ღვთისაგან
როდესაც მოყვასს წყენის სანაცვლოს მიაგებ, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის; ხოლო როდესაც შენ მიუტევებ, მაშინ უფალი ან მას დასჯის, ან შენ ცოდვებს მოგიტევებს
წნენა უბედურება არ არის; უბედურება ისაა, როდესაც გვიჩნდება სიძულვილი იმის მიმართ, ვინც გვაწყენინა, ჩვენი გული შეიცნობს სიძულვილს, გაბოროტებასა და შურისძიების სურვილს.
ის კი არ არის ცუდი, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, არამედ ის, როდესაც შენ აწყენინებ სხვებს, ანდა, როცა წყენის ატანა არ შეგიძლია.
დაფიქრდი, რა სჯობია, იყო ის, ვინც აწყენინა, თუ ვისაც აწყენინეს? უეჭველი უმჯობესია უდანაშაულო იყო, ვიდრე - დამნაშავე.
შეადარე შენი მდგომარეობა იმისას, ვინც გაწყენინა და მოთმინებით გადაიტან მას, არც იფიქრებ და არც იძიებ შურს მასზე, რადგან უპირატესობა შენს მხარეზეა.
როგორც კი წყენა შენს გულს აანთებს, გაიხსენე ქრისტე და მისი ვნებები, განსაჯე, რომ შენს მიერ დათმენილი ძალიან მცირეა ზეციური მეუფის ტანჯვასთან შედარებით; მაშინ წყალივით ჩააქრობ შენს მწუხარებას