აბორტი - ციტატები, გამონათქვამები
აბორტი - ციტატები, გამონათქვამები აბორტი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
აბორტი და მუცლადღებული ჩვილის სიცოცხლის მოსპობის ყოველგვარი ცდა ეკლესიის მიერ მუდამ ითვლებოდა ნამდვილ მკვლელობად.
მოგიწოდებთ თქვენ, ჩემო სულიერო შვილებო, ნუ მიმართავთ აბორტს, ნუ ჩაიდენთ ამ საზარელ ცოდვას. გახსოვდეთ, რომ აბორტი არის მკვლელობა უდანაშაულო და უმწეო ვაჟისა თუ ქალისა. არცერთ მტერს არ ამოუწყვეტია იმდენი ადამიანი, რამდენიც ამ შემზარა... იხილეთ სრულად
თვითონ განსაჯეთ, ჩანასახშივე რომ მოეკლათ და არ დაბადებულიყო შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, კათოლიკოს-პატრიარქნი: კირიონი, კალისტრატე და სხვანი, რა იქნებოდა ჩვენი ენა, ისტორია, კულტურა... იხილეთ სრულად
მეექვსე მსოფლიო კრების 77-ე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანი, ჩამდენი ამ მძიმე ცოდვისა, როგორც კაცის მკვლელი ისე უნდა დაისაჯოს.
ყველა ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ აბორტი უდიდესი ცოდვაა ღვთის წინაშე და დანაშაული ერის წინაშე. ეს არის მკვლელობა ცოცხალი ადამიანისა, საკუთარი ვაჟისა და ქალისა, რომელიც ველურ მხეცებსაც კი არ ახასიათებს.
ჩვენო სულიერო შვილებო, თუ ვინმეს ეკონომიკური ან სხვა მიზეზის გამო გიწევთ უარის თქმა თქვენს სრულიად დაუცველ ყრმაზე, მამაშვილურად გთხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვათ აბორტზე. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ეკლესი... იხილეთ სრულად
ნუ ჩაიდენთ შვილის მკვლელობის საშინელ ცოდვას, - აბორტს. ერის დიდი ტრაგედიაა, რომ თითქმის ყველა ოჯახში, მშობლების ნებით, უმოწყალოდ მოსპობილ მუცლადღებულ ყრმათა სისხლია დაღვრილი და მისი ნაკადი კვლავაც შეუჩერებლად მოედინება. ადამიანებს... იხილეთ სრულად
ჩვენო დედებო, ჩვენო მშობლებო, საყვარელო სულიერო შვილებო, ნუ დაიდებთ შვილის მკვლელობის უსაშინლეს დანაშაულს; ნიშნად იმისა, რომ ჩვენი ერი ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება ჭეშმარიტების გზას, ნიშნად ახლადშობილი მაცხოვრისადმი ჩვენი გულწრფელ... იხილეთ სრულად
დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. გადაუჭრელი და გამოსასწორებელი ბევრი საკითხია, რომელიც საზოგადოებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს, მაგრამ არაფერს არ ექნება აზრი, თუ ჩვენ ამ საშინელი სენისგან არ განვთავისუფლდებით, თუ ... იხილეთ სრულად
ეკლესიის მიერ იმთავითვე აღიარებული ფაქტია და თანამედროვე მედიცინაც მეცნიერულად ამტკიცებს იმას, რომ ადამიანი დამოუკიდებელ არსებობას ჩასახვისთანავე იწყებს და იგი ამ მომენტიდან უკვე პიროვნებაა. აღარაფერს ვამბობთ 7, 10, 12 კვირის ნაყო... იხილეთ სრულად