თავისუფალი ნება - ციტატები, გამონათქვამები
თავისუფალი ნება - ციტატები, გამონათქვამები თავისუფალი ნება, გამონათქვამები, ციტატები
553. როცა რაიმე საქმეში ჩემი ნება მაქვს, მაგრამ აბბას საქმის შესახებ წინასწარ არ ვკითხავ, ის კი თვითონ მიბრძანებს მის გაკეთებას, მეთვლება თუ არა ეს თვითნებობაში?
479. ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა და ის მას მართალი საქმეების კეთებას არ აიძულებს; ჰოდა, ამიხსენი ჩემო მამაო, ამის შემდეგ, რატომ ეხმარება ის შეურაცხყოფილს და, ამავე დროს: „შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი (ფსალ. 32. 10)? ილოცე ჩემთვის, რომ ეშმაკისეულ ურწმუნოებას გავექცე და ყურად ვიღო თქვენი სულიერი სწავლებები იხილეთ სრულად
459. გთხოვ ბატონო აბბა, ლოცვა ჰყავ ჩემთვის, რომ უფალმა მცირედი სიმდაბლე მომანიჭოს. მამები ამბობენ, ვინც ვნებების ფესვებს არ გადაჭრის, ის დროთა განმავლობაში კვლავ დანებდებაო მათ. როგორ მოვიკვეთო ხორციელი ვნების, მუცლისმაამებლობის და ვერცხლისმოყვარეობის ვნებათა ფესვები? და რადგან დიდმა ბერმა მითხრა, ახლანდელი შენი გლოვა ჭეშმარიტი არაა და ამიტომაც მიდის და მოდისო, მაინტერესებს რა მიზეზით მემართება ეს? საკუთარი თავი უნდა ვაიძულო, რომ იგლოვოს, თუ მოვეშვა მას, სანამ ჭეშმარიტი ლმობიერება არ მოვა? იხილეთ სრულად
ჯოჯოხეთი არ უნდა მივიჩნიოთ ღვთის ნებით დაშვებულ წამების ადგილად. ჯოჯოხეთი არსობრივად ჩვენი თავისუფალი არჩევანის შედეგად გვერგება, რაც სრულიად გამორიცხავს მასში ღმერთის მონაწილეობას. როდესაც ადამიანი ეუბნება ღმერთს: „გარეიქეც ჩემგა... იხილეთ სრულად
ღმერთს არასდროს არაფერში ძალადობა არ გამოუყენებია თავისი ქმნილების მიმართ და ყოველთვის შეგონება-დამოძღვრით, დარწმუნებით მოქმედებდა და მოქმედებს. ძველი მონობის აღმოფხვრის შედეგად (როცა უფალმა იესო ქრისტემ გაგვათავისუფლა ეშმაკის, ცო... იხილეთ სრულად
ღმერთი ყოვლადძლიერია, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი სულის ღმერთად ის ნებაყოფლობით მივიღოთ. ეს კი ჩვენთვის ნიშნავს შეუჩერებელ ბრძოლას დემონთან და ქვეყანასთან, რათა ჩვენი გარჯის შემხედვარე უფალმა მოხედოს ჩვენს ბრძოლას, როგორც ადგი... იხილეთ სრულად
ღმერთი მოთმინებით იტანს ბოროტებისა და ბოროტთა არსებობას სამყაროში არა მარტო იმიტომ, რომ მათი განადგურება არ შეუძლია. მან თავისუფლება მიანიჭა სულიერ არსებებს და ისე წარმართავს მათ, რომ ძალდაუტანებლად, თავიანთი ნებით განუდგნენ ბოროტ... იხილეთ სრულად
სულის მთავარი ძალებია: ნება, გონიერება და გრძნობა. ნება იმაში უნდა ვავარჯიშოთ, რომ თავი ვაიძულოთ დავემორჩილოთ გონიერებას და არა ნებას. ნება გონების მოკავშირე უნდა იყოს და არა ემოციების და განწყობილებისა. გრძნობა უნდა გავწვრთნათ, გ... იხილეთ სრულად
ვერავინ ცდუნდება ეშმაკით, თუ თვითონ არ დაუთმობს მას საკუთარი ნებით; რამეთუ თქმულ არს: "წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან" (იაკ. 4, 7).