უბედურება - ციტატები, გამონათქვამები
უბედურება - ციტატები, გამონათქვამები უბედურება, გამონათქვამები, ციტატები
უბედურებას შეხვდი არა როგორც მტერსა და მტანჯველს, არამედ, როგორც - ცოდვების გამო სამართლიან დამსჯელს, როგორც - სულიერ სნეულებათა ექიმს, როგორც ღვთის მიერ მოვლენილს, როგორც მადლის მაცნეს: უფალს ვინც უყვარს, ტანჯავს" (ებრ. 12, 6).
მან, ვისაც სურს, თავიდან აირიდოს მომავალი უბედურებები, სიხარულით უნდა აიტანოს ის, რაც დღეს შეემთხვევა
საშინელებაა მწუხარების გარეშე დიდხანს დარჩენა. დამდგარი წყალი ჭაობად იქცევა, ქარიშხლები და ქარები კი აცოცხლებენ და შემოქმედებითად აღანთებენ მას.
უბედურებანი ისევე აუცილებელი და სათნომყოფელია სულისთვის, როგორც - ქარიშხალი და ხილული ბუნებისთვის.