პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა
34. ის ძალიან ადვილად შეერწყმის კაცთა ბუნებას და ბევრ საბრალოს მისი საშუალებით ამარცხებს; ვნახე ეშმაკი, რომელმაც თავისი მეგობარი ეშმაკი დაამწუხრა და განსდევნა: ძმები ერთმანეთს განურისხდნენ, როდესაც ჩხუბობდნენ, სტუმრები ეწვივნენ, მ... იხილეთ სრულად
4. ჭიანჭველას უხარია როცა იპოვის და მოიპარავს, ხოლო პატივმოყვარეობას დაღუპვა და გაფანტვა ახარებს.
ყველაზე ხშირად დიდება ბედნიერებაზე იყიდება, სიამოვნება - ჯანმრთელობაზე, დიდებულთა მოწყალება - დამოუკიდებლობაზე, ფული - სინდისზე. სიმდიდრეს სიმშვიდეს ვწირავთ, პატიოსნებას - სიმდიდრეს, და ისევ სიმშვიდეს - პატიოსნებას.
უშედეგოა ადამიანური დიდება, თუკი მას შინაგანად მკაცრი სინდისი ამხელს! რა ერგება ციებ-ცხელების სენით შეპყრობილ ადამიანს, რომელიც სპილოს ძვლისგან გაკეთებულ სარეცელზე განისვენებს მაშინ, როცა შინაგანი ცხელება არ ქრება?
473. ჩემო მამაო, შენ მითხარი, აზრი საუბრის დაწყებამდე გამოიკვლიეო, მაგრამ როგორ მოვიქცე, როდესაც საჭიროება მოითხოვს, რომ სიტყვა მანამდე ვთქვა, სანამ მოფიქრებას მოვასწრებ, ან როდესაც საუბარში მდუმარედ გამოჩენა არ მინდა და მეც მსურს მასში მცირედი მონაწილეობის მიღება; ამასთანავე, სათქმელში რაიმე აშკარა ცოდვას ვერ ვხედავ, არამედ პირიქით, მეჩვენება, რომ ის კარგი ან საშუალოა; ასეთ შემთხვევაში, რადგან ყოველმხრივი განხილვის დრო არა მაქვს და ვერც იმას ვხვდები სათქმელში ცოდვა იმალება თუ არა, რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე? იხილეთ სრულად
419. ჩემო მამაო, როდესაც სულგრძელი მოთმინების შესახებ გკითხე, შენ მიპასუხე, რომ ის, ისევე როგორც ყველა კეთილი საქმე, ღვთის ნიჭია, მაგრამ ახლა ლოცვის შესახებ მითხარი, რომ დახმარება ზოგჯერ ღვთისაგან არაა. ამიხსენი ეს განსხვავება?
სამწუხაროდ, ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, რომ ის, როდესაც ისეთ პიროვნულ ღირსებას იძენს, რომელიც სხვების მიერ დადებითად არის აღიარებული (სიმდიდრე, გამოჩენილობა, ავტორიტეტი მეცნიერებაში, პოპულარობა ხელოვნებაში და ა.შ.) და ბრბოსაგან გ... იხილეთ სრულად