სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
დრო, ასე ვთქვათ, ბაზარია: შეგვიძლია იქ ვიყიდოთ, რაც გვინდა. მაგრამ, თუ ჩვენივე სასიკეთოდ არ გამოვიყენებთ მას, მაშინ ყიდვას ვერაფრისას შევძლებთ.
თუ ცილი დაგწამეს, სიკეთის წილ ბოროტება მოგიზღეს, გულში ბოროტება არ ჩაიდო, შეუნდე და გიხაროდეს, რადგან ამით რამდენიმე საფეხურით უფალს მიუახლოვდი
ცეცხლს ცეცხლით კი არ აქრობენ, არამედ - წყლით; ასევე ბოროტებაც ბოროტებით კი არ მარცხდება, არამედ - სიკეთით; არა სიძულვილით, არამედ - სიყვარულით.
საქართველომ ყველგან უნდა იქადაგოს ჭეშმარიტება, მაგრამ ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება.
მწამს უკვდავება როგორც იმედი -
სიკეთისადმი ლტოლვა კვლავ თუა...
სულს ელვად ქცეულს ჰგავს ნათლის სვეტი, სიკვდილისა და სიცოცხლის შუა.
ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ სიკეთეებს, რომელთა ძიებაც დიდ გაწამაწიასთან, მოპოვება - შიშთან, დაკარგვა კი მწუხარებასთან არის დაკავშირებული.
ავადმყოფობას სიკეთისკენ მივყავართ მაშინ, როცა მას უდრტვინველად ვითმენთ, როცა ღმერთს ვევდრებით მოგვიტევოს ცოდვები და ვადიდებთ მის სახელს.
46. ყოველგვარი სიკეთე უფლისგან მოიწევა განგებულებითად, მაგრამ ეს სიკეთე საიდუმლოდ განელტვის უმადურებს, გრძნობადახშულებს და უსაქმურებს.