მეგობრობა - ციტატები, გამონათქვამები
მეგობრობა - ციტატები, გამონათქვამები მეგობრობა, გამონათქვამები, ციტატები
სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა;
პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,
მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,
გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.
რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლლალსა თანა ახიოს,
ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,
მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერმჭვრეტელსა ავაგლახიოს!
ვაი მოყვრისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!
ლექსთა მკითხველნო, თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!
გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!
მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია,
ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია!
კარგმა მეგომრობამ კიდევ ის იცის, რომ რაც მოხდება, ურთიერთს პირში უნდა უთხრან და მოურიდებლად; დაფარულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს რა.
ვინცა კაცმა ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირს თავი არ დაჰრიდოს.
ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია;
"ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".
წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება მეგობრისა და მეგობრობის გარეშე. ეს იმდენად ნიშანდობლივი და სათნო მდგომარეობაა, რომ არ არსებობს მის გარეშე ნამდვილი მამაშვილობა, დედაშვილობა, დაძმობა, მეუღლეობა, ნათესაობა, თანამშრომლობაც და მეზობლ... იხილეთ სრულად
მეგობრობის სახეობრივი ჩასახვა ოჯახიდან უნდა იწყებოდეს, როგორც მეუღლეთა მიერ შვილისადმი გადაცემული ცხოვრების არსის განმსაზღვრელი და მისი თანმხლები ატრიბუტი. ეს გრძნობა თან უნდა ახლდეს, როგორც ცოლ-ქმარს ურთიერთობაში, ისე შვილებთან უ... იხილეთ სრულად
მოყვასს სხვა ვერაფრით ვარგებთ იმდენს, რამდენსაც - სიმდაბლით, კეთილიქცევითა და ტკბილი სიტყვით; რადგან ამით სხვებსაც სიმდაბლის მაგალითად ვექცევით და ამაზე დიდ სარგებელს ვერაფრით მოვუტანთ