ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
კაცი, რომელმაც თუმცა სცოდა, მაგრამ მონანიების შედეგად სრულიად განიწმინდა. რადგან ცოდვისათვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მ... იხილეთ სრულად
თუ ცოდვას არ ჩავიდენთ და ღვთის წინაშე გულმოდგინედ არ ვიღვაწებთ, ჰაერში ატაცებული ნახერხივით ვიტრიალებთ ზეცასა და მიწას შორის. ვერც ზეცისაკენ ავმაღლდებით და ვერც მიწაზე ვიდგებით მყარად.
ნაკლის სისაძაგლესა და საკუთარ არარაობას მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როდესაც სათნოების სილამაზე და ყოვლისშემძლე შემოქმედის დაუსრულებელი სრულყოფილებანი დაგვატყვევებს.
სოკრატე სათნოებას ცოდნას უწოდებდა: ყოველგვარ ნაკლოვანებას შეიძლება, ეწოდოს უვიცობა, რამეთუ იგი არის გონების სიბრმავე, რადგან მასში ბევრად მეტია ტანჯვა, ვიდრე სიამე.
ცოდვა გვიზიდავს იმით, რომ სასიამოვნოა, სათნოების გზა კი ეკლითაა მოფენილი, მაგრამ ვინც ორივეს ნაყოფს შეიცნობს, იპოვის სიტკბოებას სათნოების სიმწარეში და ცოდვის სიტკბოების სიმწარეს.
ჩვენი რწმენის დამაბრკოლებელი არის ცოდვა და არა ლოგიკა. თუ ურწმუნოს ურჩევ, ნახევარი წელიწადი იცხოვროს სახარებისეული მცნებებით და დაგთანხხმდა, ის თავადაც ვერ მიხვდება, ისე გახდება მორწმუნე.
მანკიერება, თუნდაც თავის მხარეს მთელი ქვეყნიერება ჰყავდეს, ყველაფერზე სუსტია: სათნოება კი, თუნდაც მარტო დარჩეს, ყველაფერზე ძლიერია, ვინაიდან თავის მხარეს მას უფალი ჰყავს. ჭეშმარიტად, ვინ იხსნის მას, ვის წინააღმდეგაც უფალია? ვინ და... იხილეთ სრულად