სიკვდილის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები
სიკვდილის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები სიკვდილის ხსოვნა, გამონათქვამები, ციტატები
დაე, აზრები განგიმტკიცოს სიკვდილის ხსოვნამ, რომლის დადგომის ჟამიც არავინ უწყის. ამქვეყნიდან ჩვენ გასვლამდე დავშვრეთ სიკეთის ქმნაში – რადგან არ ვიცით, რა დღეს მოგვიწოდებენ, – რათა მოუმზადებელნი არ აღმოვჩნდეთ და საქორწინო კარს მიღმა... იხილეთ სრულად
გამუდმებით გახსოვდეს საშინელი სიკვდილი, ისე, თითქოს იგი თვალთა წინაშე გიდგას და მას ნაკლებად მრისხანეს შეხვდები.
ბრძენი ადამიანი, ვიდრე ჯანმრთელია, ფიქრობს სიკვდილზე, აღარ ვლაპარაკობ ავადმყოფებზე. სიკვდილის ამ საუფლოში სიკვდილზე უფრო რეალური არაფერია, უთხრა უფალმა შეშლილ მდიდარს, რომელიც კიდევ უფრო გამდიდრების გეგმებს აწყობდა: „უგუნურო, ამას... იხილეთ სრულად
ამ ქვეყნიდან გასვლის მარადიული მოხსენება, ყოველწუთიერი გოდებაა. სიკვდილის შიში ადამიანური ბუნების თვისებაა, რომელიც ურჩობიდან გამომდინარეობს, ხოლო სიკვდილის ხსენებაზე თრთოლვა–კანკალი მოუნანიებელი ცოდვების ნიშანია.
ადამიანს სიკვდილი უხილავად დასდევს. იქ დაეწევა, სადაც სრულიად არ მოელოდა; მაშინ დაეწევა, როცა არ ელოდა; ისე დაეწევა, არასოდეს რომ არ უფიქრია. ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც აღსასრულის ჟამს გინდა იყო. იფიქრე იმაზე, იფხიზლე და არ მო... იხილეთ სრულად
ადამიანი მუდმივად სცოდავს, ამიტომ სინანულის გრძნობა ქრისტიანისათვის მუდმივი განცდა უნდა იყოს; სიკვდილის ხსოვნის მტერი კი მრავალმზრუნველობა, მრავალმეტყველება და ხუმრობაა.
თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას. თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას. როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება.... იხილეთ სრულად
398. სასარგებლოა თუ არა, საკუთარ თავს რომ ვაიძულებდეთ სიკვდილის ხსოვნას?