„მოიხსენე შენი ბოლო და უკუნისამდე არ შესცოდავ“. ეს ის პირველი მიზეზია, რომელიც არა მარტო იზიდავს მადლს, არამედ ამრავლებს და ინარჩუნებს. ესაა, რაც გონებას აღამაღლებს ბუნების პირველ ჭვრეტაში" და ამ საფუძვლის გარეშე რაღაცას თითქოს იპ...
იხილეთ სრულად
„მოიხსენე შენი ბოლო და უკუნისამდე არ შესცოდავ“. ეს ის პირველი მიზეზია, რომელიც არა მარტო იზიდავს მადლს, არამედ ამრავლებს და ინარჩუნებს. ესაა, რაც გონებას აღამაღლებს ბუნების პირველ ჭვრეტაში" და ამ საფუძვლის გარეშე რაღაცას თითქოს იპოვის, მაგრამ მალე დაკარგავს, რამეთუ მტკიცე ნიადაგზე არ დგას, არამედ ცდილობს [საკუთარი] ძალებითა და მცდელობით [დადგეს].
ჯილდოს მაშინ მივიღებთ, როცა იმ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელსაც სოფლის სიყვარული გაგვიწევს, შევძლებთ ღვთის ცხოველმყოფელი სიყვარული მოვიპოვოთ და მიუხედავად ცოდვის მიმზიდველობისა, სათნოების ციხე-სიმაგრედ აღვემართოთ!