ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, დემონი, გამონათქვამები, ციტატები
ეშმაკი ყოველი სიცრუის, ცდუნების, მზაკვრობისა და ბოროტების წყაროა, ამიტომ ყველა გულისსიტყვა, რომელსაც ქრისტიანთა წინააღმდეგ მიმართავს, არსებითად სიცრუე და ცდომილებაა.
ღვთისადმი რწმენით და სასოებით აღიჭურვე. გჯეროდეს, რომ ღვთის ზეგარდამო ბრძანების გარეშე ეშმაკებს არაფერი შეუძლიათ.
ეშმაკებს არ შეუძლიათ რაიმე გავნონ. ეს უფლის ხელით ხდება და გულითადი მადლობა შესწირე მას, რადგან ბრძოლა სულიერ თვალს აგიხელს და სწორ გზაზე დაგაყენებს.
ნუ დამწუხრდები ზომაზე მეტად, რადგან ეს ეშმაკისგანაა. გადამეტებული მწუხარება უდებებამდე მიგიყვანს და მოგადუნებს. მხოლოდ იბრძოლე და ნუ შეგეშინდება. უგულებელყავი სატანა, უჩვენე, რომ მას არაფრად აგდებ და იგი, როგორც ამპარტავანი, წავა,... იხილეთ სრულად