წუთისოფელში ცხოვრების მიზანი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელში ცხოვრების მიზანი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელში ცხოვრების მიზანი, გამონათქვამები
უკეთუ ჩვენში ქრისტე იქნება და ჩვენს წარსულსა და მომავალს იგი აღავსებს, ნათლად გავაცნობიერებთ ჩვენი ყოფის არსს და იმასაც, თუ ვინ ვართ სინამდვილეში, საით მივდივართ და რა უნდა ვაკეთოთ. მშვენივრად წერს პავლე მოციქული: "... გინა თუ სოფ... იხილეთ სრულად
ადამიანის ცხოვრება გზასა ჰგავს, რომელიც შეიძლება იყოს მოკლე, ან ხანგრძლივად სასიარულო, მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გზა არ იქნება იოლად სავალი და მხოლოდ სიხარულის მომნიჭებელი. არც იმას უნდა ვფიქრობდეთ, რომ იგი იქნ... იხილეთ სრულად
ღვთის მოწყალებით, წუთისოფელში ჩვენი მყოფობის ჟამი არ არის ხანგრძლივი. მართლაც, წუთია იგი მარადიულობასთან შედარებით. მაშ, ვისაც გონიერება აქვს დაიწყოს ბრძოლა ცოდვის მონობისაგან გასათავისუფლებლად და ღვთის ჭეშმარიტი ძეობის მოსაპოვებლ... იხილეთ სრულად
ჩვენ სიკვდილისა და გაქრობისთვის ნამდვილად არა ვართ გაჩენილნი. თითოეული ჩვენგანის მიზანი მარადიული სოცოცხლის მოპოვება, უფალთან მიახლებაა, ღმერთში სიცოცხლეა და საუკუნო ნეტარებაა. ამქვეყნიური ცხოვრება კი არის გამოცდა ჩვენი სულისა.
ცხოვრების მიმდინარე მოვლენები ბაზრობას ჰგავს. ვისაც ვაჭრობა შეუძლია, ის მოგებას იღებს, ხოლო ვისაც არ შეუძლია, დანაკარგს განიცდის.
ჩვენი მოვალეობაა, მთელი ცხოვრება ისე გავატაროთ, რომ როდესაც ამ ცხოვრებიდან გაგვიხმობენ, დაუყოვნებლივ ვთქვათ: „ჩემი გული მზად არის“.