სულიერი დაცემა - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი დაცემა - ციტატები, გამონათქვამები სულიერი დაცემა, გამონათქვამები, ციტატები
ისინი, ვისაც ჭეშმარიტი მოშურნეობა აქვს სათნოებების მოსახვეჭად, დაცემის შემთხვევაში კვლავ უნდა ადგნენ და ისევ მოღვაწეობა დაიწყონ.
ნუ დავმწუხრდებით მაშინ, როდესაც ცოდვით ვეცემით, არამედ ვიმწუხაროთ მაშინ, როდესაც ვრჩებით ცოდვაში, რადგან ეცემიან თვით სრულყოფილნიც, ხოლო ცოდვაში გამედგრება (ცოდვაში დარჩენა) - არის სრული სიკვდილი. წუხილი, რასაც დაცემის გამო განვიც... იხილეთ სრულად
მორჩილი მაშინ ეცემა, როცა იგი ბერისაგან რაიმეს მალავს ან შინაგან წინააღმდეგობაშია მასთან; მაგრამ როცა ინანიებს, ბერი მას წამოაყენებს და ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს. ის თავის სულიერ შვილს თითქოს საკუთარ სისხლს უსხამს ძარღვებში და... იხილეთ სრულად
როცა სალოცავად მიდიხარ, გაიხსენე შენი ვნებები, სისუსტეები, რა ადვილად გაურბიხარ ღმერთს და ეცემი. გაიხსენე, რომ მხოლოდ ქრისტეს შეუძლია გიხსნას დაცემისაგან.
როდესაც დაეცემი, ნუ მოუსმენ მათ, ვინც ამბობს: მთავარია, დიდად არ სცოდო, ეს კი არაფერია. ხშირად მცირე ძღვენი მსაჯულის დიდ გულისწყრომას დააცხრობს.
მთელი უბედურება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ შენ დაეცი, არამედ იმაში, რომ დაცემის შემდგომ არ დგები იმაში კი არა, რომ შესცოდე, არამედ იმაში, რომ ცოდვას არ განეშორები.
დაცემით ადამიანის ხორციც შეიცვალა და სულიც. პირდაპირი გაგებით – დაცემა იმავდროულად მათი სიკვდილიც იყო; ხოლო ხილული და ჩვენგან სიკვდილად წოდებული, სინამდვილეში, მხოლოდ სულის სხეულთან გაყრაა, რომლებიც მკვდრები იყვნენ ადრევე, რადგან ... იხილეთ სრულად
ადამის დაცემის შემდეგ, როცა ადამიანისთვის სამოთხე დაიკეტა და მცველად დადგენილ იქნა ქერუბიმი ცეცხლოვანი მახვილით (დაბ. 3, 24), დაცემულ ანგელოზთა მეთაური – სატანა თავისი მორჩილი ურდოებით „დედამიწიდან სამოთხისკენ მიმავალ გზაზე დადგა;... იხილეთ სრულად