თავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები
თავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები თავისუფლება, გამონათქვამები, ციტატები
უფალს არ სურს ცოდვილთა სიკვდილი და მონანებულთ ჩუქნის მადლს სულიწმიდისას. იგი აძლევს სულს მშვიდობას და თავისუფლებას გონებით და გულით იყოს ღმერთში. როცა სულიწმიდა მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს, მაშინ ღებულობს სული თავისუფლებას ილოცოს სუფ... იხილეთ სრულად
უმჯობეს არს მოიპოვო კეთილი თავისუფლება, ვინემ ყოველივე სიმდიდრე, იმიტომ, რომ მთელ ქვეყანაზე არა რაი არს უმაღლესი და უწარჩინებულესი კეთილი თავისუფლებისა.
მადლი ღვთისა თავისუფლებას არ გვართმევს, იგი გვეხმარება ღმერთის მცნებების შესრულებაში. ადამი მადლში იყო, მაგრამ ნება არ ჰქონდა წართმეული. ასევე ანგელოზებიც სულიწმიდაში იმყოფებიან, მაგრამ არა აქვთ წართმეული თავისუფალი ნება. ბევრმა ა... იხილეთ სრულად
კეთილი, თუნდ მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არა ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.
კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, – თავისუფალია. ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, – მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც – ნაკლოვანება.
ის ადამიანი თავისუფალი არ არის, რომლის გონებაც გართულია დღენიადაგ ყოველდღიურ სახმარზე ფიქრში. რამეთუ მათზე ზრუნვა, განურჩევლად იმისა, პირადია თუ სხვისი ეს საზრუნავი, ადამიანს ზღუდავს და იმონებს.
თავისუფლების კანონი ყოველგვარ ჭეშმარიტებას გვასწავლის და მრავალი საკუთარი შემეცნების მიხედვით კითხულობს მას, მაგრამ ცოტას თუ შეუცნია ის მცნებათა აღსრულების შესაბამისად.
თავისუფლებას მოკლებულ ბუნებას არ ძალუძს, იკითხვიდეს და გამოიძიებდეს; შეკითხვა, გამოძიება–თავისუფალი ბუნებიდან მომდინარეობს. მხოლოდ თავისუფალ ბუნებას ძალუძს იკითხვიდეს და გამოიძიებდეს.
ამბობენ: „რატომაა, რომ ჩვენს არსებაში იმთავითვე უცოდველობა არ ჩაიდო? იმიტომ რომ, რომც მოგვენდომებინა, ცოდვის ქმნა არ შეგვძლებოდა?“ – სწორედ იმიტომ, რომ შენ მაშინ კი არ ხედავ მსახურის გამოსწორებას, როცა შებოჭილი გყავს იგი, არამედ მ... იხილეთ სრულად