თავისუფალი ნება - ციტატები, გამონათქვამები
თავისუფალი ნება - ციტატები, გამონათქვამები თავისუფალი ნება, გამონათქვამები, ციტატები
უფალს ახლაც შეუძლია სასწაულებით ურწმუნონი შეარცხვინოს, ხოლო სულმოკლენი და სუსტნი განამტკიცოს, მაგრამ ამის მიღწევა მას არა იძულებით, ძალდატანებით უნდა, არამედ სურს მასთან თავისუფლად, ჩვენი საკუთარი გადაწყვეტილების შემდეგ მივიდეთ.
ღმერთს, თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწყალობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღ... იხილეთ სრულად
ვინც საკუთარ ნებას ღვთის ნებას არ უთანხმებს, თავის წამოწყებებში წინააღმდეგობას ხვდება და მტრების ხელქვეითი ხდება.
მიწა არაფერს აღმოაცენებს წვიმის გარეშე, და მიწის გარეშე წვიმაც უსარგებლოა; სწორედ ასევე მადლი არ მოქმედებს თავად ადამიანის თანამონაწილეობის გარეშე, არც ადამიანის ნება - მადლის თანამონაწილეობის გარეშე.
უფალი ისე არ აკეთებს, რომ ადამიანებს საკუთარი სურვილის გარეშე სწამდეთ, რაც შეუძლებელია; არამედ ისე აკეთებს, რომ მათ მოისურვონ, რომ სწამდეთ.
მან, ვინც ჩვენს გარეშე შეგვქმნა, ჩვენი ცხონება ჩვენი ნების გარეშე არ განსაზღვრა.
ყველა ადამიანი, თუ აღკვეთავს თავის ნებას ღმერთისა და ადამიანების წინაშე, ყოველთვის იქნება მშვიდობიანი სულის, ხოლო ვისაც უყვარს თავისი ნების ქმნა, მას არასდროს არ ექნება მშვიდობა. სული, რომელიც მიეცა ღმერთის ნებას, ადვილად იტანს, ყ... იხილეთ სრულად
ღმერთი კეთილ საქმეს შიშით და იძულებით კი არ გვაკეთებინებს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლითა და სიყვარულით. მას სურს, რომ ყოველ კეთილ საქმეს ჩვენი კეთილმნებელობით ვიქმოდეთ. მეორე მხრივ, ღმერთს სძაგს ყოველი ცუდი საქმე, სიცრუე, ... იხილეთ სრულად
მადლი ღვთისა თავისუფლებას არ გვართმევს, იგი გვეხმარება ღმერთის მცნებების შესრულებაში. ადამი მადლში იყო, მაგრამ ნება არ ჰქონდა წართმეული. ასევე ანგელოზებიც სულიწმიდაში იმყოფებიან, მაგრამ არა აქვთ წართმეული თავისუფალი ნება. ბევრმა ა... იხილეთ სრულად