სინდისი - ციტატები, გამონათქვამები
სინდისი - ციტატები, გამონათქვამები სინდისი, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენ იმიტომ გვეშინია სიკვდილის, რომ დაუდევრად ვცხოვრობთ და სუფთა სინდისი არ გვაქვს.
სინდისი შენი მრავალგზის გასწავლის და გაფრთხილებს შენ. მოაქციე ყოველთვის ყური სინდისსა შენსა.
ნუ ხარ მზაკვარი წინაშე სინდისისა შენისა; ნუ ამართლებ, ანუ აპატიებ თავსა შენსა ცოდვასა და უღირსებასა შენსა; არამედ გულწრფელად აღუარე ღმერთსა, რათა განანათლოს ლოცვითა გული შენი და შეგატყობინოს შენ შენი უღირსება.
სინდისი ანუ ნამუსი აღარ იყო საკმაო დაცემულისა კაცისათვის, რათა ეცნა მას ღმერთი და ჯეროვნად ემსახურა მისთვის. ამისთვის ღმერთმა გამოგვიცხადა ჩვენ ჭეშმარიტი სარწმუნოება და მოგვცა დიდი დაუფასებელი ნიჭი სახარებისა.
ვინც წიგნი იცის, მას აქვს ორი ტალანტი: სინდისსა მისსა მოეხმარება განათლება და სწავლა; ხოლო უკეთუ ვისმე წიგნი არ უსწავლია, მან უნდა ისარგებლოს ერთითა მხოლოდ სინდისითა თვისითა; უკეთუ უსწავლელმა კაცმა სინდისიცა თვისი დააბნელა, აღარ ... იხილეთ სრულად
ყოველი კაცი უნდა ეცადოს, რომ სინიდისი მისი იყოს მტკიცე და მახვილი, ესრე ვსთქვათ, უნდა გალესოს იგი. ნიჭსა ამას, ვითარცა სხვათა ნიჭთა კაცისათა, სჭირს გაზრდა და განმტკიცება. სინდისი სულსა შინა კაცისასა არს, ვითარცა ცეცხლი, რომელი ატფ... იხილეთ სრულად
ღმერთმან ბუნებასა შინა კაცისა დანერგა სინიდისი, მისთვის, რათა იყოს იგი მოძღვრად და ხელმძღვანელად კეთილმოქმედთა და აღვირმსხმელად ბოროტის მოქმედთა.