თუკი ქრისტეს მხარეზე ხართ, რასაც გულწრფელად გისურვებთ, მაშინ არა ამქვეყნიური დიდება ეძიეთ, არამედ ის, რომელიც ერთი ღმერთისგანაა. ნუ შეგშურდებათ მათი, ვინც ადამიანურ დიდებას იღებს, შეიცოდეთ ისინი. და როდესაც გაწბილდებიან, საკუთარი ...
იხილეთ სრულად
თუკი ქრისტეს მხარეზე ხართ, რასაც გულწრფელად გისურვებთ, მაშინ არა ამქვეყნიური დიდება ეძიეთ, არამედ ის, რომელიც ერთი ღმერთისგანაა. ნუ შეგშურდებათ მათი, ვინც ადამიანურ დიდებას იღებს, შეიცოდეთ ისინი. და როდესაც გაწბილდებიან, საკუთარი თავი შეებრალებათ და კვლავ გეტყვით თქვენ: შეიბრალეთ ისინი, რადგან თავიანთი სიბეცით მარადიული, დროებითის სანაცვლოდ გასცეს, ღვთიური - ადამიანურის სანაცვლოდ, ჭეშმარიტი - სიცრუის სანაცვლოდ.
link
სულიერ ცხოვრებაში ყურადღებაა საჭირო. როდესაც რაღაცას პატივმოყვარეობით აკეთებენ, სულიერი ადამიანები სულში სიცარიელეს გრძნობენ. მათი გული არ ივსება, ფრთაშესხმული აღარ რჩება. რაც უფრო მეტ ამპარტავნებას გრძნობენ, მით უფრო იზრდება სული...
იხილეთ სრულად
სულიერ ცხოვრებაში ყურადღებაა საჭირო. როდესაც რაღაცას პატივმოყვარეობით აკეთებენ, სულიერი ადამიანები სულში სიცარიელეს გრძნობენ. მათი გული არ ივსება, ფრთაშესხმული აღარ რჩება. რაც უფრო მეტ ამპარტავნებას გრძნობენ, მით უფრო იზრდება სულიერი სიცარიელე და მით უფრო მეტად იტანჯებიან. იქ, სადაც სულიერი შფოთი და სასოწარკვეთილება მეფობს, ეშმაკეული სულირი ცხოვრებაა. ნურანაირი მიზეზით ნუ შეიშფოთებთ სულს. სულიერი შფოთი ეშმაკისაგან მოდის. როდესაც სულიერ შფოთს ხედა...
link
მე სოფლის მკვიდრთა მიერ დარგული სათნოებათა მეტად ბევრი და სხვადასხვაგვარი ნერგი ვნახე. ბინძური წყლით მორწყული, ამპარტავნებითა და მოჩვენებითობით შემოთოხნილი, თავმოწონებით შემორაგული და განდიდების სკორეთი გაპოხიერებული, მაგრამ როგორ...
იხილეთ სრულად
მე სოფლის მკვიდრთა მიერ დარგული სათნოებათა მეტად ბევრი და სხვადასხვაგვარი ნერგი ვნახე. ბინძური წყლით მორწყული, ამპარტავნებითა და მოჩვენებითობით შემოთოხნილი, თავმოწონებით შემორაგული და განდიდების სკორეთი გაპოხიერებული, მაგრამ როგორც კი ისინი ცარიელ, ერისკაცთათვის მიუვალ მიწაზე გადარგეს და პატივმოყვარეობისთვის ჭაობის სინესტე ვეღარსად იპოვეს, გახმნენ, რადგან ტენისმოყვარე ნარგავები მშრალ და უწყლო ადგილს ვერ ეგუებიან.
link
როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ შეიბილწოს, ასევე გაურბიან კაცთაგან დიდებას სათნოებით შემკობილი წმინდანები, რომ არ შეიბილწონ მისგან. ხოლო კაცობრივი დიდების მაძიებელნი იმ...
იხილეთ სრულად
როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ შეიბილწოს, ასევე გაურბიან კაცთაგან დიდებას სათნოებით შემკობილი წმინდანები, რომ არ შეიბილწონ მისგან. ხოლო კაცობრივი დიდების მაძიებელნი იმ შიშველ კაცს ჰგვანან, რომელიც მცირე ძონძს დაეძებს სიშიშვლის დასაფარავად. ასე ეძებენ სათნოებისაგან შიშველნი დიდებას კაცთაგან. სიმდაბლის გამო წმინდანები უარს ამბობდნენ, როცა ღმერთი კაცთა დასახმარებლად გზავნიდა ხოლმე მათ. მ...
link
ო, ღმრთისმიერ დიდებას რომ არ მოჰკლებოდა ადამიანი და არა ყალბი, არამედ ჭეშმარიტი სიმაღლე შეენარჩუნებინა, განდიდებულიყო ღმრთის ძალით, ღვთაებრივი სიბრძნით გაბრწყინებულიყო, განმხიარულებულიყო მარადიული ცხოვრების სიკეთეებით! მაგრამ მან ...
იხილეთ სრულად
ო, ღმრთისმიერ დიდებას რომ არ მოჰკლებოდა ადამიანი და არა ყალბი, არამედ ჭეშმარიტი სიმაღლე შეენარჩუნებინა, განდიდებულიყო ღმრთის ძალით, ღვთაებრივი სიბრძნით გაბრწყინებულიყო, განმხიარულებულიყო მარადიული ცხოვრების სიკეთეებით! მაგრამ მან დაუტევა ღვთაებრივი დიდების სურვილი და უფრო მეტის მომწადინებელმა, მოსურნემ იმისა, რაც ვერ მიიღო, ისიც დაკარგა, რაც შეეძლო რომ ჰქონოდა. და იმ დროიდან მისი ხსნა, მისი კურნება, მისი დაბრუნება პირველყოფილ მდგომარეობაში შეუძლი...
link
ისეც ხდება, რომ ზოგიერთი დიდებისათვის იმდაბლებს თავს
ნუ იქნები თვითონ მლიქვნელი და ნურც სხვას მისცემ საშუალებას, თავი დაიმციროს შენს წინაშე და გეპირფერებოდეს: პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, უკანასკნელი კი - პატივმოყვარე და ამპარტავანისა.
როდესაც სიმდიდრეს, დიდებას ან საერო ხელისუფლებას ხედავ, იფიქრე იმაზე, რაც მათში ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.
ამპარტავნების დასაწყისი - პატივმოყვარეობის დასაწყისია
ელვის ბრწყინვალება მეხის ჩამოვარდნას მოასწავებს, ამპარტავნებისა კი - პატივმოყვარეობის გამოჩენას.