სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
გულით ნუ მიეჯაჭვები იმას, რაც დროებით გეძლევა. ის არ არის სიმდიდრე, რაც მალე განგვშორდება.
როცა სიმდიდრე არა გაქვს, არ უნდა ინატრო, და როცა გაქვს, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ მას ფლობ, არამედ იმაზე, იცი თუ არა მისი სწორად განკარგვა
რა სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ადამიანი, მუდმივად ჩაესმის ეს მწუხარე ხმა: რამდენ ხანს გასტანს ეს ყოველი?
არაფერია ანგარებაზე საშიში; ათასი კლიტე და ბოქლომი რომც დაადო შენს საცავებს, ამაოდ გაირჯები, თუკი შენში სიხარბეა ჩაბუდებული, ეს უბოროტესი ყაჩაღი, რომელსაც ყველაფრის წართმევა ძალუძს. მაშ, მრავალს იტყვი შენ, ვინც ანგარებითაა შეპყრობ... იხილეთ სრულად
მაცხოვრის სწავლება უხვეჭელობის შესახებ (მათე 6, 19) ეხება არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ ღარიბებსაც, რადგან ღარიბიც ასევე შეიძლება მიეჯაჭვოს გულით ერთ გროშს, როგორც მდიდარი – ათასებს.
ვინც იგემა ზესთასოფლის სიკეთენი, ადვილად თმობს ამქვეყნიურს, ხოლო ვისაც ეს პირველი არ განუცდია, ხარობს ამ უკანასკნელთა მოხვეჭით.
მხოლოდ ის არაა ვერცხლისმოყვარე, ვისაც ბევრი აქვს და არ უწილადებს ღარიბებს; არამედ ისიც, ვისაც თუმცა კი არ აქვს ზედმეტი, მაგრამ ხარბად ნატრობს მას და მუდმივად ამაზე ფიქრობს.