სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
აღშფოთებით ნურაფერს იტყვი, რადგან ბოროტება სიკეთეს ვერ შობს; არამედ დაითმინე, ვიდრე შენი აზრები დამშვიდდება და შემდეგ წყნარად თქვი.
ღმერთთან ერთად უბედურებასა და ტანჯვა-წამებაში თუნდაც ჯოჯოხეთში ყოფნა - სიკეთეა; ღვთის გარეშე თავად სამოთხე და ზეცაც კი არაფერია
142. ვისაც სწამს სამერმისო სიკეთენი, აქაურ სიამეებს განუკითხველად განუდგება, ხოლო ვინც ურწმუნოა, სიამეთმოყვარეა იგი და უვნებო.
შეიძლება კეთილდღეობა უბედურებაზე საშიში იყოს და პირიქით, უბედურებამ შეიძლება კეთილდღეობაზე მეტი სიკეთე მოუტანოს კაცს.
ვინც უგულისხმობით უპოვარია, ორმაგ სიკეთეს აკლდება, ამქვეყნიურ სიკეთესაც განეშორება და ვერც იმქვეყნიურს მოიპოვებს
ხშირად იფიქრე ზეციურ სიკეთეთა შესახებ და შენში მიწისადმი და მიწიერი ტკბობისადმი არანაირი სიყვარული აღარ შემოვა.
ვერაფერი შეედრება თავმდაბლობის სათნოებას; ეს არის დედა, ფესვი, საკვები, საფუძველი და კავშირი ყოველი სიკეთისა.
ვინც ზეციური სიკეთე იგემა, ადვილად უარჰყოფს მიწიერს, ვისაც პირველი არ უგემია, მეორე ადვილად მოჰგვრის სიხარულს
რაოდენ ძლიერ იღწვიან მიწიერი სიკეთის მოსაპოვებლად! და განა მასზე მეტად არ უნდა ვიღვაწოთ ზეციური ჯილდოსათვის?
ბევრმა არ იცის, რაოდენ სასიამოვნოა შრომით დაღლა, თუ მისი ნაყოფი სიკეთის მომტანია და სიხარულს ანიჭებს სხვებს.