ჩვენი უფლის ფერიცვალება თაბორის მთაზე მერვე დღის საიდუმლოა, ესე იგი მომავალი საუკუნისა, რომელიც მხოლოდ ექვს დღეში აშენებული სამყაროს დაღუპვის შემდეგ აღმოცენდება და აღმობრწყინდება.
უპირველესად ყოვლისა მუდამ ის უნდა შევთხოვოთ ხოლმე უფალს, რომ სინანული და საუკუნო ტანჯვის შიში მოგვმადლოს ჩვენ, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებისა და მოთმინების მრავალგზის უარმყოფელთ, რათა ამ გზით აღგვადგინოს.
„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ (გამოსვლათა, 20.12), რამეთუ სწორედ მათი მეშვეობით შემოუყვანიხარ ღმერთს ცხოვრებად. ღმერთის შემდეგ ხომ ისინი არიან მიზეზი შენი არსებობისა! ამიტომაც ღმერთის კვალად შენს ხორციელ მშობლებს მიაგე ს...
იხილეთ სრულად
„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ (გამოსვლათა, 20.12), რამეთუ სწორედ მათი მეშვეობით შემოუყვანიხარ ღმერთს ცხოვრებად. ღმერთის შემდეგ ხომ ისინი არიან მიზეზი შენი არსებობისა! ამიტომაც ღმერთის კვალად შენს ხორციელ მშობლებს მიაგე საფერი პატივი და ისე გიყვარდეს ისინი, რომ ეს ღმერთის სიყვარულში შეგეწიოს; ხოლო თუკი ვერ იქმ ამას და მშობლების სიყვარული, პირიქით შემოქმედი ღმერთის სიყვარულს განაგრილებს შენს სულში, მაშინ განერიდე მათ; თუკი შენი მშობლები დ...
link
როდესაც გულაჩუყებითა და გულში სასიამოვნო მჭმუნვარებით მიმართავ უფალს ლოცვით, როგორც შენთვის, ასევე მთელი კაცობრიობისთვის _ შენთვის ცნობილი და უცნობი მტრისა და მეგობრისათვის, შენი შეურაცხმყოფელისათვის და არაშეურაცხმყოფელისათვის, მა...
იხილეთ სრულად
როდესაც გულაჩუყებითა და გულში სასიამოვნო მჭმუნვარებით მიმართავ უფალს ლოცვით, როგორც შენთვის, ასევე მთელი კაცობრიობისთვის _ შენთვის ცნობილი და უცნობი მტრისა და მეგობრისათვის, შენი შეურაცხმყოფელისათვის და არაშეურაცხმყოფელისათვის, მაშინ იცოდე, რომ გულით გიყვარს მოყვასი. მაგრამ სულის ასეთი მოწესრიგება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც სიყვარულის საქმეს ფარულად აკეთებ.
link
როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით ანუგეშე და გაამხნევე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი ...
იხილეთ სრულად
როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით ანუგეშე და გაამხნევე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად... ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თავად დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები...
link
დაე, ნურავინ იფიქრებს, ჩემო ძმებო, ქრისტიანებო, თითქოს მხოლოდ სამღვდელო პირებსა და მონაზვნებს ევალებათ განუწყვეტლივ და მარადის ლოცვა, და არა -ერისკაცებს. არა, არა! ჩვენ ყველას, ქრისტიანებს გვევალება ყოველთვის ლოცვაში ვიმყოფებოდეთ....
იხილეთ სრულად
დაე, ნურავინ იფიქრებს, ჩემო ძმებო, ქრისტიანებო, თითქოს მხოლოდ სამღვდელო პირებსა და მონაზვნებს ევალებათ განუწყვეტლივ და მარადის ლოცვა, და არა -ერისკაცებს. არა, არა! ჩვენ ყველას, ქრისტიანებს გვევალება ყოველთვის ლოცვაში ვიმყოფებოდეთ... როდესაც ვსხედვართ ხელსაქმისთვის, როდესაც დავდივარ, როდესაც საზრდელს ვიღებთ, როდესაც ვსვამთ, ყოველთვის შეგვიძლია ვილოცოთ გონებით და აღვასრულებდეთ გონებით ლოცვას, ღმრთისათვის სათნოს, ჭეშმარიტ ლოცვას. სხეულით ვიმსახუროთ,...
link
ნურავინ იფიქრებს, ძმებო, ქრისტიანენო, თითქოს მხოლოდ სამღვდელო პირებს და მონაზვნებს აკისრიათ უწყვეტი და მუდმივი ლოცვის მოვალეობა და ერის ადამიანებს - არა. არა, არა: ჩვენ ყველანი, ქრისტიანენი, ვალდებულნი ვართ, განუწყვეტლად და მუდმ...
იხილეთ სრულად
ნურავინ იფიქრებს, ძმებო, ქრისტიანენო, თითქოს მხოლოდ სამღვდელო პირებს და მონაზვნებს აკისრიათ უწყვეტი და მუდმივი ლოცვის მოვალეობა და ერის ადამიანებს - არა. არა, არა: ჩვენ ყველანი, ქრისტიანენი, ვალდებულნი ვართ, განუწყვეტლად და მუდმივად ვილოცვიდსეთ... გრიგორი ღვთისმეტყველიც თითოეულ ქრისტიანს ასე გვასწავლის და გვმოძღვრავს, რომ უფრო ხშირად გვმართებს ღვთის სახელის ხსენება, ვიდრე ჰაერის შესუნთქვა... ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ უწყვეტი ლოცვის საშუალებაც...
link
როგორადაც სხეულისაგან სულის გაყრა არის სიკვდილი სხეულისათვის, ასევე სულისთვისაც სიკვდილია ის, თუკი მას ღმერთის წმიდა სული განეშორება. და უმთავრესად სწორედ ესაა სიკვდილი – სულიერი სიკვდილი. სწორედ ამგვარ სიკვდილზე მიუთითებდა ღმერთი...
იხილეთ სრულად
როგორადაც სხეულისაგან სულის გაყრა არის სიკვდილი სხეულისათვის, ასევე სულისთვისაც სიკვდილია ის, თუკი მას ღმერთის წმიდა სული განეშორება. და უმთავრესად სწორედ ესაა სიკვდილი – სულიერი სიკვდილი. სწორედ ამგვარ სიკვდილზე მიუთითებდა ღმერთი, როცა სამოთხეში მყოფ ადამს მცნებას დაუდებდა: „... რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკვდილითა მოსწყდეთ“ (დაბად. 2.17). რამეთუ მაშინ სწორედ ადამის სული ეწია სიკვდილს, რადგან საღმრთო მცნების დარღვევის გამო იგი ღმერთს განეშორა...
link
932. რისი საიდუმლოა უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე?
788. რა არის ლოცვისადმი უგულისყურო დამოკიდებულების შედეგი?