კრებული - ციტატები, გამონათქვამები
კრებული - ციტატები, გამონათქვამები კრებული, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
რომელი ამქვეყნიური მონაპოვარი შეიძლება გახდეს ჩვენი სამუდამო საკუთრება? მხოლოდ ცხონება. ვინც მიწიერ ცხოვრებას სიმდიდრის მოხვეჭაში ატარებს, ამსოფლით განსვლის ჟამს მიატოვებს ეს სიმდიდრე. ვინც სახელისა და დიდების მოხვეჭას ესწრაფვის, ... იხილეთ სრულად
ისევე, როგორც მოციქულებმა, შევწიროთ უფალს მხურვალე ლოცვა, რათა მან მოგვანიჭოს ერთადერთი საშუალება ცხონებისა - ცოცხალი რწმენა. და როდესაც ამ უდიდესი ნიჭის მომადლებას შევთხოვთ, სურვილის გულწრფელობა იმით დავამტკიცოთ, რომ ყოველი ღონე ... იხილეთ სრულად
ყოველგვარი გადახრა წმ. ჭეშმარიტებისგან და ცრუ, ამ სწავლების საპირისპირო აზრის მიღება, ღმრთის გმობისა და მისგან განდგომის საშინელ ცოდვასთან არის შეერთებული. ამას გამოცდილებით მოწმობს წინაპართა დაცემა, რომელიც არასწორი აზრის მიღებით... იხილეთ სრულად
წმ. ეკლესია თავის წიაღში, წმ. ჭეშმარიტებას ინახავს. თუკი ეკლესიას ვეკუთვნით და ვემორჩილებით, შეგვიძლია გვქონდეს სწორი წარმოდგენა ღმერთზე, ადამიანზე, სიკეთესა და ბოროტებაზე - შესაბამისად, ცხონებაზეც. აშკარაა, რომ ცხონების შესახებ ს... იხილეთ სრულად
ტყუილი არის წყარო და მიზეზი საუკუნო სიკვდილისა, და პირიქით, ჭეშმარიტება არის ცხონების წყარო და მიზეზი, როგორც თვით უფალმა თქვა (იქვე, 32).
ამაოდ ჰგონია ვინმეს გონებით ცოდვა მსუბუქ, უმნიშვნელო ცოდვად! რამდენადაც სულია ხორცზე მეტი, იმდენადვე მეტია სულიერი სათნოება ხორციელზე; იმდენადვე უფრო მძიმეა და დამღუპველია სულის მიერ მიღებული და ჩადენილი ცოდვა ხორციელ ცოდვაზე.
სულიერი საცავი, სადაც ინახება და საიდანაც უსასრულოდ გვეძლევა სულიერი განძი, ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოება, არის ერთი, ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ეკლესია. ამიტომ ჩვენი ცხონებისათვის აუცილებელია, რომ მართლმადიდებელს ეკლესიას ვეკუთვნოდეთ... იხილეთ სრულად
რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ ვცხონდეთ? ამ კითხვის პასუხს სახარებაში ვპოულობთ. უფალმა გამოგვიცხადა, რომ იმათი ცხონებისათის, ვისაც არა სწამს ქრისტე, აუცილებელია იწამონ იგი, ხოლო ვისაც სწამს, მათთვის ქრისტეს მცნებებით ცხოვრებაა საჭირ... იხილეთ სრულად
ცოცხალი რწმენა არის ღმრთის ხედვა და ცნობა. ცოცხალი რწმენა არის ღმერთისთვის ცხოვრება და სოფლისთვის სიკვდილი. ცოცხალი რწმენა ღმრთის ნიჭია. სწორედ ამ უდიდესი ნიჭის მოცემას შესთხოვდნენ უფალს მოციქულები, როდესაც ეუბნებოდნენ: "შემძინე ჩ... იხილეთ სრულად