სასუფეველში სულები ერთმანეთს მხიარულად ელაპარაკებიან. საუბრობენ, თუ როგორ განვლეს ამაო ცხოვრება, როგორ დააღწიეს ღვთის შეწევნით თავი ჯოჯოხეთს და განსასვენებლად უფლის ამ ნეტარ სამყოფელში მოხვდნენ. ისინი ღვთისადმი დაუსრულებელ მადლ...
იხილეთ სრულად
სასუფეველში სულები ერთმანეთს მხიარულად ელაპარაკებიან. საუბრობენ, თუ როგორ განვლეს ამაო ცხოვრება, როგორ დააღწიეს ღვთის შეწევნით თავი ჯოჯოხეთს და განსასვენებლად უფლის ამ ნეტარ სამყოფელში მოხვდნენ.ისინი ღვთისადმი დაუსრულებელ მადლობას აღავლენენ ამ უდიდესი წყალობისთვის – სამოთხის დამკვიდრებისთვის!
მთელი ცხოვრების ჭირთათმენა ვერ შეედრება იმ მიუწვდომელ სიკეთეს, რაც ღმერთმა განუმზადა მათ, ვინც ვნებიანი ბუნების, ადამიანებისა თუ ეშმაკებისგან მოვლენილი განსაცდელების ჯვარს იტვირთავს.
ნეტარია, ვინც თავის გულს ცოდვის ღვარძლისგან წმენდს და კეთილ თესლს ამრავლებს, რადგან თავის დროზე მარადიული ცხოვრების თავთავს მოიმკის! ნეტარია, ვინც ცრემლებს სულიერ მარხვასთან ერთად თესავს, ვისაც მარად სურს კეთილი საქმეები და ესწრაფ...
იხილეთ სრულად
ნეტარია, ვინც თავის გულს ცოდვის ღვარძლისგან წმენდს და კეთილ თესლს ამრავლებს, რადგან თავის დროზე მარადიული ცხოვრების თავთავს მოიმკის! ნეტარია, ვინც ცრემლებს სულიერ მარხვასთან ერთად თესავს, ვისაც მარად სურს კეთილი საქმეები და ესწრაფვის მათ, რადგან მარადიულ სიხარულს მოიმუშაკებს!
იფიქრე იმაზე, რომ ადამიანი ყვავილივით ჭკნება და სიზმარივით ქრება, იმაზეც, რომ საყვირის ხმაზე ყველა მკვდარი, როგორც მაშინ, როცა მიწა იძრა, აღდგება ქრისტეს შესახვედრად“. როცა მომავალი საუკუნის კარი გაიხსნება და ახლანდელი ქვეყანა გან...
იხილეთ სრულად
იფიქრე იმაზე, რომ ადამიანი ყვავილივით ჭკნება და სიზმარივით ქრება, იმაზეც, რომ საყვირის ხმაზე ყველა მკვდარი, როგორც მაშინ, როცა მიწა იძრა, აღდგება ქრისტეს შესახვედრად“. როცა მომავალი საუკუნის კარი გაიხსნება და ახლანდელი ქვეყანა განადგურდება, ჩვენი ადამიანური ბუნება პირვანდელ მდგომარეობაში აღდგება. უფალმა „გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რათა იყვნენ იგინი თანახატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა“. ჩვენი ბუნება, რომელიც ჩვენთან ერთად ოხრავ...
საოცარია იესოს სიყვარული ჩვენდამი! ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო და ჯვარს ეცვა, რითაც თავისუფლება მოგვანიჭა, ჩვენი ვალი აღხოცა ზეციერი მამის წინაშე და როგორც საყვარელმა ძმამ, ღვთის უსაზღვრო სიმდიდრის თანამკვიდრობის ღირსი გაგვხად...
იხილეთ სრულად
საოცარია იესოს სიყვარული ჩვენდამი! ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო და ჯვარს ეცვა, რითაც თავისუფლება მოგვანიჭა, ჩვენი ვალი აღხოცა ზეციერი მამის წინაშე და როგორც საყვარელმა ძმამ, ღვთის უსაზღვრო სიმდიდრის თანამკვიდრობის ღირსი გაგვხადა!