შეურაცხყოფა, ლანძღვა - ციტატები, გამონათქვამები
შეურაცხყოფა, ლანძღვა - ციტატები, გამონათქვამები შეურაცხყოფა, ლანძღვა, გამონათქვამები
568. რას გვეტყვით ისეთი ადამიანის შესახებ, რომელიც ცდილობს მდუმარედ გადაიტანოს შეურაცხყოფა?
მოერიდეთ უდანაშაულოსათვის პატივის აყრას, მტერიც რომ იყოს ის შენი. გეშინოდეთ ამ ზნეობრივი მკვლელობის ჩადენისა, ვინაიდან ამის გამო არანაკლებ მკაცრად დაისჯებით, ვიდრე ხორციელი მკვლეობისას.
49. კაცთაგან ლანძღვა გულს მწუხარებით ავსებს, მაგრამ მომთმენთათვის ის სიწმინდის მიზეზია
45. ვინც თავისი შეურაცხმყოფელებისთვის ლოცულობს, დემონებს ამარცხებს; ხოლო ვინც პირველებს ებრძვის, უკანასკნელთა მიერ მარცხდება
206. სიბრძნეა არა მხოლოდ ის, რომ ბუნებრივი კანონზომიერების შესაბამისად ვიცოდეთ ჭეშმარიტება, არამედ აგრეთვე ისიც, რომ დავითმენდეთ ჩვენს შეურაცხმყოფელთა უკეთურებას როგორც კუთვნილს, რადგან რომლებიც პირველში დარჩნენ (ე.ი. იმ სიბრძნეში... იხილეთ სრულად
171. ვინც შეურაცხყოფისა და შერხვენის შიშით ადამიანებს ებრძვის, ამგვარი ვინმე ან აქვე უჭარბესად მიიღებს შეურაცხყოფას მოსაწევართა მიერ, ან კიდევ მომავალ საუკუნეში დაისჯება შეუბრალებლად.
130. მავანისგან შეურაცხყოფილი და თავისი შეურაცხმყოფლისთვის სამაგიეროს მიზღვის უარმყოფელი იმავე ზომით არის მორწმუნე ქრისტესი და, ერთი მხრივ, ასწილად იღებს საზღაურს ამ საუკუნეში, მეორე მხრივ კი საუკუნო ცხოვრებას იმემკვიდრებს.