შეურაცხყოფა, ლანძღვა - ციტატები, გამონათქვამები
შეურაცხყოფა, ლანძღვა - ციტატები, გამონათქვამები შეურაცხყოფა, ლანძღვა, გამონათქვამები
სიტყვა უდიდესი ძალაა. ღმერთი არის სიტყვა; ავი სიტყვა კი, - ეშმაკისეულია. თითოეული ჩვენი ნათქვამი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. შეგახსენებთ მაცხოვრის დარიგებას: „მე გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას (ანუ მოყვასს), ს... იხილეთ სრულად
არცერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე. მაცხოვარი ბრძანებს: „ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სასამართლოში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას, რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ... იხილეთ სრულად
ვერც ერთი სათნოება ისე ვერ განწმენდს ადამიანს ამპარტავნებისა და სიdვის ვნებისგან, როგორც მოთმინებითა და დუმილით ატანილი შეურაცხყოფა და უგულებელყოფა.
გახსოვდეს, რომ შენ შესახებ თქმული ყოველი ბოროტი სიტყვა თითო ოქროს გვირგვინიცაა. როცა ვინმეს შეურაცხყოფენ და უხეშ სიტყვას ეუბნებიან, სტკივა, მაგრამ ეს ტკივილი ვნებებისთვის, სულის ჭრილობებისთვის სამკურნალო ბალზამი ხდება. ვერც ერთი ს... იხილეთ სრულად
დამდაბლებულ უფალზე იფიქრე და სული ყოველთვის მზად იქნება, რომ მისი სიყვარულისთვის ნებისმიერი შეურაცხყოფა მოითმინოს.
თუ ლანძღვას ქებად მიიჩნევ, სიღარიბეს - სიმდიდრედ, უკმარისობას - სიუხვედ, არ წარწყმდები, რადგან შეუძლებელია, რომ მართლმორწმუნე და კეთილმსახურებით მოღვაწე ბილწ ვნებებსა და დემონურ ხიბლებში ჩავარდეს".
წმიდა მაკარი ამბობდა: "თუ ცხონება გსურს, მიემსგავსე მიცვალებულს, რომელიც არ მრისხანებს, როცა შეურაცხყოფენ და არც ამაყდება, როცა აქებენ".