ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რასა გვეტყვის მაცხოვარი: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“. ესე იგი უპირველესი და უმთავრესი ზრუნვა თქვენი იყოს სიმართლისა და სასუფევლისათვის...
იხილეთ სრულად
ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რასა გვეტყვის მაცხოვარი: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“. ესე იგი უპირველესი და უმთავრესი ზრუნვა თქვენი იყოს სიმართლისა და სასუფევლისათვის ღვთისა, ხოლო ყოველი სოფლიური საჭირო ნივთი, ესე იგი საჭმელი, სასმელი, შესამოსელი და სხვა, თავით თვისით და უადვილესად შეგეძინება თქვენ.
არის კიდევ ერთი სახე ქრისტეს უარისყოფისა, ანუ ღალატობისა, ყოველთა უსაშინელესი და უმძიმესი. ის, როდესაც კაცი იქცევა ფარისევლობით, ესე იგი, თუმცა მის გულში სრულიად არ არის იესო ქრისტეს სიყვარული და მორიდება, გარნა ბაგითა თვისითა და ...
იხილეთ სრულად
არის კიდევ ერთი სახე ქრისტეს უარისყოფისა, ანუ ღალატობისა, ყოველთა უსაშინელესი და უმძიმესი. ის, როდესაც კაცი იქცევა ფარისევლობით, ესე იგი, თუმცა მის გულში სრულიად არ არის იესო ქრისტეს სიყვარული და მორიდება, გარნა ბაგითა თვისითა და გარეშეობითა ატყუებს ქვეყანას და გამოაჩენს თავსა თვისსა ქრისტეს ერთგულ მსახურად.
სიტყვით უარისყოფა არის უფრო მცირე ცოდვა, ვიდრე საქმით. უარისყოფა ანუ ღალატობა ქრისტესი საქმით მრავალფერად აღსრულდება. უარისმყოფელი არის ქრისტესი ყოველი ქრისტიანე, რომელი დიდ ყურადღებას არ ხმარობს მისის სჯულის აღსრულებაზე, რომელი ა...
იხილეთ სრულად
სიტყვით უარისყოფა არის უფრო მცირე ცოდვა, ვიდრე საქმით. უარისყოფა ანუ ღალატობა ქრისტესი საქმით მრავალფერად აღსრულდება. უარისმყოფელი არის ქრისტესი ყოველი ქრისტიანე, რომელი დიდ ყურადღებას არ ხმარობს მისის სჯულის აღსრულებაზე, რომელი არ ცდილობს ღირსი შეიქმნეს ქირსტეს სახელისა, გააუმჯობესოს თვისი სულიერი მოქალაქეობა; უარჰყოფს საქმით ქრისტესა კაცი დაუდგრომელი, რომელი არის დამონებული ვნებათა და არ ასრულებს ქრისტეს ბრძანებასა.
საუბედუროდ ჩვენდა, ვხედავთ ამ ჩვენ დროებაში, ზოგიერთთა საცოდავთა ქრისტიანეთა, რომელთა არ ეშინიათ უარისყოფა წინაშე კაცთა უფლისა იესო ქრისტესი, სასიქადულოთ მიაჩნიათ წინააღმდეგობა და უარისყოფა სახარებისა, საზოგადოებასა შინა დიდსა, ცხ...
იხილეთ სრულად
საუბედუროდ ჩვენდა, ვხედავთ ამ ჩვენ დროებაში, ზოგიერთთა საცოდავთა ქრისტიანეთა, რომელთა არ ეშინიათ უარისყოფა წინაშე კაცთა უფლისა იესო ქრისტესი, სასიქადულოთ მიაჩნიათ წინააღმდეგობა და უარისყოფა სახარებისა, საზოგადოებასა შინა დიდსა, ცხადად გამოაჩენენ თავსა თვისსა მოღალატედ სჯულისა და მით ჰგონებენ დაამტკიცონ თვისი ჭკუა და სწავლა... უკუნ ვაქციოთ ჰაზრი ჩვენი ესრეთთა საბრალოთა კაცთა, შემარხცვენლთა მათისა ტომისა და შთამომავლობისა.
უარისმყოფელი ქრისტესი წინაშე კაცთა ის არის, რომელი ზოგჯერ პირდაპირ, სიტყვიერათაც, შეურაცხჰყოფს უფალსა იესო ქრისტესა და მისსა მცნებასა; ხოლო ზოგჯერ, თუმცა სიტყვიერათაც არ უარჰყოფს იესო ქრისტესა, გარნა საქმენი მისნი ცხად ჰყოფენ, რომ...
იხილეთ სრულად
უარისმყოფელი ქრისტესი წინაშე კაცთა ის არის, რომელი ზოგჯერ პირდაპირ, სიტყვიერათაც, შეურაცხჰყოფს უფალსა იესო ქრისტესა და მისსა მცნებასა; ხოლო ზოგჯერ, თუმცა სიტყვიერათაც არ უარჰყოფს იესო ქრისტესა, გარნა საქმენი მისნი ცხად ჰყოფენ, რომელ მას არა ჰსურს, ანუ იგი არა ცდილობს, რომ გაამართლოს სჯული ქრისტესი და მით ადიდოს სახელი მისი წინაშე კაცთა.
link
აღსარება (აღიარება) იესო ქრისტესი წინაშე კაცთა ის არის, როდესაც კაცი, თუ გარემოებამ მოითხოვა, პირდაპირ, თამამად და სიხარულით იტყვის, რომ იგი არის ქრისტეს მორწმუნე და მოსავი და მისი მქადაგებელი; ხოლო თუ სიტყვიერსა აღსარებასა არავინ...
იხილეთ სრულად
აღსარება (აღიარება) იესო ქრისტესი წინაშე კაცთა ის არის, როდესაც კაცი, თუ გარემოებამ მოითხოვა, პირდაპირ, თამამად და სიხარულით იტყვის, რომ იგი არის ქრისტეს მორწმუნე და მოსავი და მისი მქადაგებელი; ხოლო თუ სიტყვიერსა აღსარებასა არავინ ითხოვს მისგან, თვით საქმით, ცხოვრებითა და ყოფაქცევითა თვისითა, ნათლად გამოაჩენს, რომელ მას კიდეც სურს და კიდეც აქვს მეცადინეობა ყოველთა შემთხვევათა შინა აღასრულოს მცნება მისი, რათა ყოველთა კაცთა, ვითარცა იტყვის იესო ქრი...
საუბედუროდ ჩვენ ხშირად ვართ სულმოკლე და მოუთმენელ. უკეთუ მცირე ოდენ შეუდეგით კეთილსა ცხოვრებასა, მაშინვე აქა ველით ღვთისაგან ჯილდოსა და მიგებასა, ხოლო უკეთუ გვეწვია რაიმე ჭირი და განსაცდელი, ვდრტვინავთ და ვფიქრობთ გულსა შინა ჩვენს...
იხილეთ სრულად
საუბედუროდ ჩვენ ხშირად ვართ სულმოკლე და მოუთმენელ. უკეთუ მცირე ოდენ შეუდეგით კეთილსა ცხოვრებასა, მაშინვე აქა ველით ღვთისაგან ჯილდოსა და მიგებასა, ხოლო უკეთუ გვეწვია რაიმე ჭირი და განსაცდელი, ვდრტვინავთ და ვფიქრობთ გულსა შინა ჩვენსა, სად არის სიმართლე, რათ მიყო მე ეს ღმერთმა? რას ფიქრობ, ჰოი სულმოკლეო და მცირედ მორწმუნეო. ნუთუ უმჯობეს ხარ შენ ყოველთა წმიდათა, რომელთა ვერ იხილეს ნუგეში და გამოხსნა ამ ქვეყანაზედ? დიახ, შეეძლო ღმერთსა აქვე, ამ სოფელშ...
მოციქული პეტრე ჰკითხავს მაცხოვარს: „აჰა, ესერა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ, რამე იყოს ჩვენდა?“ ხოლო იესო ჰრქვა მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ თქვენ, რომელნი ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შვებასა რაჟამს დასჯდეს ძე კაცი...
იხილეთ სრულად
მოციქული პეტრე ჰკითხავს მაცხოვარს: „აჰა, ესერა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ, რამე იყოს ჩვენდა?“ ხოლო იესო ჰრქვა მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ თქვენ, რომელნი ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შვებასა რაჟამს დასჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა“. აჰა რას მიაგებს უხვი და უხვად მიმცემელი უფალი ერთგულთა თვისთა მონათა. ჩვენც გვექმნება ძმაო სასოება მისა, უკეთუ ვბაძ...
გახსოვდეს, რომელ არა შესაძლო არს კაცი შეუდგეს ქრისტესა, ნამდვილად სურდეს აღსრულება სჯულისა ქრისტესისა და არ შეემთხვიოს მრავალსა განსაცდელსა. ამისთვის შენც აღიღე ჯვარი ქრისტესი და ესრეთ შეუდეგ კვალსა მისსა. შენც მოითმინე ჭირი და გა...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომელ არა შესაძლო არს კაცი შეუდგეს ქრისტესა, ნამდვილად სურდეს აღსრულება სჯულისა ქრისტესისა და არ შეემთხვიოს მრავალსა განსაცდელსა. ამისთვის შენც აღიღე ჯვარი ქრისტესი და ესრეთ შეუდეგ კვალსა მისსა. შენც მოითმინე ჭირი და განსაცდელი, გამომავალი ვითარცა გულისა შენისაგან, ეგრეთვე სოფლისა და სულიერისა მტერთაგან. თავსა შენსა მარადის უნდა აიძულებდე, ვნებათა და ცოდვათა შენთა, რომელნი არიან ასოთა შინა შენთა, აღვირუსხმიდე, სოფლის მწუხარებათა და გაჭ...
უკეთუ ცუდითა შენითა ცხოვრებითა დააბრკოლე ვინმე, უკეთუ მოყვასნი შენნი ცხადად ხედვენ, რომ შენ ხარ სუსტი აღსრულებასა შინა მცნებათა ქრისტესთა, იცოდე, რომ უარგიყოფიეს შენ ქრისტე წინაშე კაცთა. თუმცა ენითა შენითა არ გითქვამს უარი, გარნა ...
იხილეთ სრულად
უკეთუ ცუდითა შენითა ცხოვრებითა დააბრკოლე ვინმე, უკეთუ მოყვასნი შენნი ცხადად ხედვენ, რომ შენ ხარ სუსტი აღსრულებასა შინა მცნებათა ქრისტესთა, იცოდე, რომ უარგიყოფიეს შენ ქრისტე წინაშე კაცთა. თუმცა ენითა შენითა არ გითქვამს უარი, გარნა საქმენი შენნი უცხადესად გამოაჩენენ უარის ყოფასა შენსა.